Digest Logo

ახალქალაქში, ყვარელში, მარტვილსა და ხულოში დიალიზის სერვისი ამოქმედდა

1706263791
ხულოში დიალიზ

ახალქალაქში, ყვარელში, მარტვილსა და ხულოში დიალიზის სერვისი ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, დღემდე ბენეფიციარებს პროცედურის ჩასატარებლად, კვირაში რამდენჯერმე, კილომეტრების დაშორებით, სხვადასხვა ქალაქში უწევდათ გადაადგილება, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან, დროსა და ხარჯებთან იყო დაკავშირებული.

„სერვისის ამოქმედების შემდეგ, ბენეფიციარები სერვისს მათსავე ქალაქში, საცხოვრებელ სახლებთან ახლოს მიიღებენ.სამედიცინო დაწესებულებები, დიალეზისთვის საჭირო აპარატურით სრულად აღიჭურვა.

ჰემოდიალიზის საჭიროების მქონე პირებს, სათანადოდ გადამზადებული მედპერსონალი ყოველდღიურად მოემსახურება. ახალქალაქის,ყვარლის, მარტვილისა და ხულოს შემდეგ, დიალიზის სერვისი მიღება უახლოეს მომავალში ჭიათურაში, სენაკში, საგარეჯოში,ტყიბულში,წალენჯიხაში,ცაგერში, წნორში და დედოფლისწყაროშიც იქნება შესაძლებელი,რის შედეგადაც გეოგრაფიული მოცვა გაიზრდება და საჭირო სერვისის მიღებას ბენეფიციარები შეუფერხებლად შეძლებენ“,- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

თელავში ახალგაზრდა კაცი მამამ გარდაცვლილი იპოვა

თბილისში სასწრაფო დახმარების ექიმებმა ახალგაზრდა ქალი სახლში ამშობიარეს

23 წლის შვილის გარდაცვალება, შეხვედრა გორბაჩოვთან და ჭეშმარიტი სიყვარულის პოვნა - ელდარ შენგელაია, ანუ ქართული კინემატოგრაფიის დაუჯერებელი მოვლენა