„მე როდესაც მაქვს გასვლითი ღონისძიებები და ვხვდები ჩვენს აქტივს, ყოველთვის მზად ვარ კითხვებზე პასუხისთვის“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რატომ არ დააფიქსირა მან საკუთარი პოზიცია გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, „მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ ამ კანონის დასაცავად დაირაზმა?“
„მე ვარ პარტიის თავმჯდომარე. პროტოკოლის მიხედვით, (რაც დაწესებული, მიღებული დიდი ხნის პრაქტიკაა) ისეთ ღონისძიებებზე არ და ვერ გამოვჩნდებოდი სადაც არ მეკუთვნოდა გამოჩენა. მე როდესაც მაქვს გასვლითი ღონისძიებები და ვხვდები ჩვენს აქტივს, ყოველთვის მზად ვარ კითხვებზე პასუხისთვის. კანონი მიღებულია, მოემზადეთ არჩევნებისთვის და წყნარად იყავით“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 რა კომპონენტები განსაზღვრავს ბავშვის აღზრდის სტილს? - ექიმის რჩევები
⭕ნეკა დოროყაშვილი სოცქსელში ახალ, ცეცხლოვან ფოტოებს აქვეყნებს
⭕„სისუფთავე, სხეულის გარდა, სულსაც სჭირდება...“ - რას წერს გია მურღულია
⭕„დატვირთული თვე გელოდებათ... დიდი სურვილი გექნებათ გაფლანგოთ ფული“ - ასტროლოგიური