ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოდიაგნოსტმა და ფსიქოკონსულტანტმა. ზანდა ჩეჩელაშვილმა გადაცემა „ამ შაბათ-კვირის“ ეთერში ბავშვების აღზრდის სტილზე ისაუბრა.
„თითოეულ აღზრდის სტილს სამი ძირითადი კომპონენტი განსაზღვრავს. პირველი ეს არის სითბო და მზრუნველობა რა დოზით არის გამოხატული. მეორე ეს არის - კონტროლი, ჩარჩო, წესები, რომელიც ბავშვს წარედგინება და რაც ოჯახში არსებობს. მესამე კი გახლავთ კომუნიკაციის სტილი. ამის მიხედვით განისაზღვრება აღზრდის 4 სტილი: ავტორიტარული სადაც წესები ძალიან მაღალია, კომუნიკაცია კი დისტანცირებული. ასევე არის ლიბერალური აღზრდის სტილი, რაც ნიშნავს იმას რომ მშობლები ძალიან მეგობრულები არიან ბავშვებთან. ინდიფერენტული აღზრდის სტილი არავითარ შემთხვევაში არ გამოგვადგება, რადგან აქ არც წესები გვაქვს და არც ზრუნვა“, - ამბობს ზანდა ჩეჩელაშვილი.
⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ნეკა დოროყაშვილი სოცქსელში ახალ, ცეცხლოვან ფოტოებს აქვეყნებს
⭕„სისუფთავე, სხეულის გარდა, სულსაც სჭირდება...“ - რას წერს გია მურღულია
🎥 „კატოს სიზმრები“ - ანიმაცია, რომელიც მამამ შვილის მოყოლილ სიზმრებზე შექმნა