განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„სისუფთავე, სხეულის გარდა, სულსაც სჭირდება, რომელსაც შეიძლება უზნეობისა და უპასუხისმგებლობის ტალახიც წაეცხოს და განუვითარებლობის ხავსიც მოედოს.
გადამრჩენელი წყალი სიყვარული და განათლებაა. ორივე ღმერთის სახე და ხატია - ადამიანში გადმოსული.
გზაც არის - ციდან მიწისკენ და მიწიდან ცისკენ.
ყოველი გათენება ამ გზაზე გადადგმული მორიგი ნაბიჯი უნდა იყოს.
მხოლოდ ამას ჰქვია „ცხოვრება“.
დანარჩენი ნაკლებად მნიშვნელოვანია და უბრალოდ დროს ხარჯავს“, - წერს გია მურღულია.
გრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „კატოს სიზმრები“ - ანიმაცია, რომელიც მამამ შვილის მოყოლილ სიზმრებზე შექმნა
⭕ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის „რეალმა“ დორტმუნდის „ბორუსია“ დაამარცხა