Digest Logo

„ყველა მაქსიმალურად უნდა ზრუნავდეს უკრაინის აღდგენაზე, საქართველო უკრაინის მეგობარი ქვეყანაა და ამ ყველაფერში მაქსიმალურ მონაწილეობას მივიღებთ“ - ირაკლი კობახიძე

1718114240
ირაკლი კობახიძე

„უკრაინა არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა, უკრაინელი ხალხი არის ჩვენი მეგობარი ხალხი და, რა თქმა უნდა, ყველა მაქსიმალურად უნდა ზრუნავდეს უკრაინის აღდგენაზე“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებთან ბერლინში განაცხადა, სადაც უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობს.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო, შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურ მონაწილეობას მიიღებს უკრაინის აღდგენის პროცესში.

„უკრაინა არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა, უკრაინელი ხალხი არის ჩვენი მეგობარი ხალხი და, რა თქმა უნდა, ყველა მაქსიმალურად უნდა ზრუნავდეს უკრაინის აღდგენაზე, უკრაინაში იმ მდგომარეობის დაბრუნებაზე, რომელიც ამ ქვეყანაში იყო შექმნილი ომის დაწყებამდე. ეს არის ყველას პასუხისმგებლობა, ეს არის მეგობრების პასუხისმგებლობა, ჩვენი ქვეყანა არის უკრაინის მეგობარი ქვეყანა და ამ ყველაფერში მაქსიმალურ მონაწილეობას მივიღებთ, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში,“ - აღნიშნა პრემიერმა. 

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ „ყივანახველას გარდაცვალების შემთხვევებიც ფიქსირდება, არ უნდა შევხედოთ ამ დაავადებას, როგორც მსუბუქ ხველით მიმდინარე ინფექციას...“ - ივანე ჩხაიძე საზოგადოებას აფრთხილებს

🎥 „რომ არა დედა, დღეს მე არ ვიქნებოდი ასეთი ლაღი, როგორიც ვარ და შეიძლება არც მომღერალი ვყოფილიყავი“ - გიორგი ძოწენიძე დედაზე

🎥 „ვისაც გამდიდრება უნდა საფულეები უნდა შეცვალონ“ - როგორ უნდა მოიქცეთ 20 ივნისის შემდეგ?