Digest Logo

🎥 10 ნიშანი იმისა, რომ შესაძლოა ინსულინზე რეზისტენტული იყოთ – გიორგი ღოღობერიძის რჩევები

1777828140
 გიორგი ღოღობერიძე

„10 ნიშანი, რომ ბევრ ნახშირწყალს იღებთ და შეიძლება იყოთ ინსულინზე რეზისტენტული“, - აღნიშნულ საკითხზე სოციალურ ქსელში ვიდეოს ექიმი, გიორგი ღოღობერიძე გვიზიარებს:

„10 ნიშანი, რომ ბევრ ნახშირწყალს იღებთ და შეიძლება იყოთ ინსულინზე რეზისტენტული.

1.კანის გამუქება სხვადასხვა ადგილებში, სადაც ხახუნი მეტია. კისრის, იღლიების, იდაყვების და მუხლების არეში. ეს ყველაზე ადრეული და მკაფიო ნიშანია იმისა, რომ თქვენი ორგანიზმი დახმარებას საჭიროებს.

2.კიდევ ერთი ნიშანია, იღლიების, კისრის არეში გაჩენილი რბილი, პაპილომების მსგავსი წანაზარდები. როდესაც ინსულინი მეტია, კანზე წანაზარდები მეტია.

3.მუცლის არეში სიმსუქნე. საქართველოში ამას ღიპს ეძახიან. აუცილებელია ამ დროს ექიმის დახმარება, რომ ეს პრობლემა კიდევ უფრო არ გაგირთულდეთ. როდესაც ინსულინი ბევრია, მაშინ ცხიმის წვა არ ხდება და პირიქით გროვდება.

4.სახის შეშუპება. როდესაც ინსულინი ბევრია, სწორედ ამ დროს იჩენს თავს ეს სიმპტომი.

5.აკნე და ცხიმიანი კანი. ეს სიმპტომები შესაძლოა დაკავშირებული იყოს ჭარბ ინსულინთან.

6.იწყება თმის ცვენა, ან პირიქით ჭარბთმიანობა.

7.ჭრილობის ნელი შეხორცება. გაიჭერით თითი და მალე არ ხორცდება. ის ნიშანია იმისა, რომ სხეულში ბევრი გლუკოზაა.

8.წითელი წერტილები კანზე. მანიშნებელია იმისა, რომ იწყება ახალი სისხლძარღვების ფორმირება.

9.შეშუპებული კოჭები. ჭარბი ინსულინის გამო, წყალი ქვედა კიდურებში იწყებს დაგროვებას.

10.თვალბუდეების შეშუპება. 

ეს არის სწორედ ის ათი ნიშანი, რომელიც მანიშნებელია იმისა, რომ შესაძლოა თქვენ იყოთ ინსულინზე რეზისტენტული“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ღირსეულად დახუჭე თვალები“ - თათია შარანგია სამწუხარო ამბავს გვიზიარებს

⭕„საოცარ ფორმაში ხარ“ - რა კადრებს აქვეყნებს ეკო ფანგანი

⭕„სანამ ჩემხელა არ გახდები, ვერ გაიგებ, რა ხიბლი ახლავს ცხოვრების ამ უმშვენიერეს დროს“ - ნუგზარ რუხაძე იუბილარია