ექიმი კოტე თოდუა „იუთუბის“ არხზე საზოგადოებას სასარგებლო რჩევებს პერიოდულად უზიარებს. მედიკოსს 82 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, მის რჩევებს ათასობით ნახვა და კომენტარები აქვს.
ამჯერად იგი ახალ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც 10 ყველაზე ჯანსაღი საკვების გვიზიარებს ინფორმაციას, რომელიც ყოველ დღე შეგვიძლია ვჭამოთ.
ჯანსაღი საკვები უნდა იყოს ვიტამინებით და მინერალებით სავსე, ასევე უნდა შეიცავდეს ბოჭკოვანს, ასევე შეიცავდეს მეტ წყალს, ასევე უნდა ჰქონდეს ცოტა შაქარი, ან საერთოდ არ ჰქონდეს, ასევე არ უნდა შეიცავდეს არაჯანსაღ ცხიმებს.
რაც შეეხება 10 საკვებს ესენია 👇
1. შვრია (უმჯობესია მთელმარცვლოვანი შვრიის ფაფა)
2. კვერცხი
3. ორაგული და თევზეული (ომეგა 3-ის წყარო)
4. სოკო
5. სელის თესლი
6. ჩიას თესლი
7. ნუში და სხვა თხილეული
8. ლობიო და ზოგადად პარკოსნები
9. წიწიბურა
10. კენკროვანები (მარწყვი, მოცვი, ჟოლო, მოცხარი, მაყვალი და სხვა)
ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „დიდხანს უნდა გვყავდე, სითბო და სიყვარული არ მოგაკლდება ნენა“ - ნათელა ბებო 81 წლის გახდა
🎥 როგორ განვასხვაოთ თვალის ალერგიები და ინფექციები ერთმანეთისგან? - ოფთალმოლოგის რჩევები