Digest Logo

„შეიძლება, ქართველი ხალხის ასე გულშემატკივრობა არც გვეკუთვნის“ - ოთარ კიტეიშვილი

1763536914
ოთარ კიტეიშვილი

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩი საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთთან 2:1 წააგო

თამაშის შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ოთარ კიტეიშვილმა გააკეთა.

„მიზეზებს ვეძებთ და გვინდა გამოვასწოროთ. წაგება დავიმსახურეთ და რასაც ვაკეთებთ საკმარისი არ არის. ხარისხიც მაღალი არ არის და ამაზე უნდა ვიმუშაოთ.

ქომაგებს უდიდესი მადლობა მხარდაჭერისთვის. ხედავთ, როგორ ცარიელ ტრიბუნაზე თამაშობს ბულგარეთი და ქართველი გულშემატკივარი უფრო მეტია.

ქართველი გულშემატკივრისთვის მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის.

ისინი ყველაფერს ითვალისწინებენ და ყველაფრის მიუხედავად, ჩვენს გვერდში არიან. შეიძლება ქართველების ასე გულშემატკივრობა არც გვეკუთვნის, მაგრამ მაინც ჩვენს გვერდში არიან“, - განაცხადა ოთარ კიტეიშვილმა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ზოდიაქოს 1 ნიშანი, რომელსაც რეტროგრადული მერკურის დროს პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიახლეები ელოდება

⭕„ვერ დავეთანხმები ვერავის, ვინც ამას მეტყვის... ნაკრებში ატმოსფერო არ შეცვლილა “ - ზურიკო დავითაშვილის კომენტარი მატჩის შემდეგ

⭕„კვარა „პსჟ-ში“ ვეღარ ბრწყინავს, ქოჩორა „სპორტინგში“ მე-5 ოფციაა, მამარდა სკამზეა“- ვილი სანიოლი

წყარო: lagazzetta.ge