Digest Logo

4 მთავარი რჩევა ნუცა სურგულაძისგან, რომელმაც 19 კილო დაიკლო

1793902579
ნუცა სურგულაძე

ცნობილმა შეფმზარეულმა ნუცა სურგულაძემ სოციალურ ქსელში საკუთარი კვების რაციონი და წონის დაკლების გამოცდილება გაუზიარა გამომწერებს. 

იგი 4 მთავარ რჩევის შესახებ წერს, რომლის მეშვეობითაც წონაში დაკლება მოახერხა.

პატარა რჩევები:

ივარჯიშეთ/იარეთ ფეხით;

იყავით კალორიულ დეფიციტში;

დალიეთ საკმარისი წყალი;

მოაწესრიგეთ ძილი

ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნუცა სურგულაძე წერს.

ნუცას წონის კლების მრავალფეროვანი გამოცდილება აქვს - მან უამრავი გზა მოსინჯა ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად. ახლა კი, როცა 19 კილოგრამი დაიკლო და სასურველ შედეგამდე მივიდა, რჩევებს გამომწერებსაც უზიარებს. 

„შენარჩუნება რთულია, მაგრამ მერე, შედეგს რომ ხედავ და ტანსაცმელიც რომ გეტევა, მოტივაციაც მეტი გაქვს. არ ვსაუზმობ, პირველად ვჭამ ვარჯიშიდან გამოსვლის შემდეგ. პირველ საათზე ცილოვან საკვებს ვიღებ და მერე, 4-5 საათზე, ვჭამ მეორედ. 16-18-საათიანი შუალედი გამომდის. ახლა, ამ მომენტში, ყველაფერს ვჭამ, რის ხასიათზეც ვარ, მთავარია კალორიულ დეფიციტში ვიყო. თუმცა მაინც ვცდილობ, ჯანსაღი პროდუქტები ავირჩიო. შეზღუდვები არ მაქვს, რადგან როცა შეზღუდვებს აწესებ, შემდეგ ორმაგად იმატებ. ჩემი მთელი ცხოვრების ციკლი ეს იყო - დავიკლებდი და შემდეგ ისევ ვიმატებდი. ახლა არაფერს ვიკრძალავ. ტირამისუ მინდა? შევჭამ. ამის უფლებას როცა თავს აძლევ, მერე აღარც გინდება“, - ამბობდა ნუცა სურგულაძე ერთ-ერთ ინტერვიუში. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕სიყვარულის ახალი შანსები, მოულოდნელი ნაცნობობა და ქორწინება - ვის გაუმართლებს ნოემბერში, მიხეილ ცაგარელის ასტროპროგნოზი 12-ვე ნიშნისთვის

⭕„ნუ იდარდებთ, იფიქრეთ“ - სადჰგურუ ხსნის, რა გვიშლის ხელს შინაგან ბედნიერებასა და სრულფასოვან ცხოვრებაში

⭕აუცილებელი ინფორმაცია, რომელიც გათბობის ჩართვამდე უნდა იცოდეთ!

✕