Digest Logo

5 ყველაზე სასარგებლო ეთერზეთი

1745050756
ეთერზეთიეთერზეთი

ეთერზეთების გამოყენება როგორც ფიზიკური დაავადებების, ასევე ემოციური პრობლემების სამკურნალოდ, ადამიანებმა უძველესი დროიდან დაიწყეს. გთავაზობთ ინფორმაციას ყველაზე პოპულარულ 5 ეთერზეთის და მათი სამკურნალო თვისებების შესახებ.

ეთერზეთი ლავანდა – სტრესის მოსახსნელად

ლავანდის ეთერზეთს უძველესი დროიდან იყენებენ სტრესის მოსახსნელად. ლავანდას მიაწერდნენ დეპრესიისა და შფოთვის მოხსნის, თავის ტკივილის შემსუბუქებისა და ძილის ხარისხის გაუმჯობესების უნარს. ის ასევე გამოიყენებოდა კანის სადეზინფექციოდ, სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად და რესპირატორული დაავადებების სიმპტომების შესამსუბუქებლად.

პიტნის ეთერზეთი – ყურადღების კონცენტრაციისთვის

პიტნის ეთერზეთი, მისი უნიკალური თვისებების წყალობით, არომათერაპიაში, კოსმეტოლოგიასა და კულინარიაში ფართოდ გამოიყენება. ის ამცირებს სტრესს და დაღლილობას, აუმჯობესებს ყურადღების კონცენტრაციას, მეხსიერებას და გონებრივ აქტივობას. კოსმეტოლოგიაში პიტნის ზეთი გამოიყენებ კანისა და თმის მოსავლელად - ის ამცირებს კანის ცხიმიანობას და ხელს უწყობს თმის ზრდას.

ფორთოხლის ეთერზეთი – განწყობის ასამაღლებლად

ფორთოხლის ეთერზეთი განსაკუთრებით ეფექტურია სტრესისა და გადაღლილობის მოსახსნელად, განწყობის ასამაღლებლად და გონებრივი აქტივობის გასაძლიერებლად. ეს ეთერზეთი კოსმეტოლოგიაშიც აქტიურად გამოიყენება - ის ხელს უწყობს თმის აღდგენას და ბზინვარებას ანიჭებს.

ევკალიპტის ეთერზეთი – კუნთოვანი ტკივილის წინააღმდეგ

ევკალიპტის ეთერზეთი მრავალფეროვანი სასარგებლო მოქმედებით გამოირჩევა. მას ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს და ეფექტურია რესპირატორული დაავადებების სიმპტომების შესამსუბუქებლად. გამოიყენება არომათერაპიაში სტრესის დასაძლევად და ყურადღების კონცენტრაციის გასაუმჯობესებლად.

ნაძვის ეთერზეთი – ანტისეპტიკური თვისებები

ნაძვის ეთერზეთი უნიკალური პროდუქტია, რომლის ანალოგი ჯერ არ შექმნილა. ეს არის ეთერზეთი, რომელსაც გამოყენების უკუჩვენება არ გააჩნია! ის დადებითად მოქმედებს როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში. ანტისეპტიკური ორგანული ნაერთების მაღალი კონცენტრაცია ასტიმულირებს იმუნურ სისტემას და ხელს უშლის ინფექციების გავრცელებას. ნაძვის ეთერზეთი ჯანმრთელობის შენარჩუნების მძლავრი საშუალებაა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „უპატივცემულობა სიკვდილით ისჯება!...“ - სოსო ნებიერიძის ექსკლუზიური მოგზაურობა ჩრდილოეთ კორეაში

⭕ როგორი ამინდი იქნება 19 აპრილს საქართველოში?

⭕მამა შალვა კეკელია: თუ ჯვარცმას არ გაივლით, აღდგომა თქვენს ცხოვრებაში არასოდეს იქნება...ნუ გაურბიხართ მიწიერ ტკივილებს

წყარო: funtime.ge