ფიტნესინსტრუქტორი, ნუტრიციოლოგიის რეზიდენტი და სერტიფიცირებული მანუალ-თერაპევტი, მამუკა რაშოიანი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა თემაზე სასარგებლო და მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის.
ამჯერად მან ახალი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც კვერცხის სასარგებლო თვისებებზე წერს.
„კვერცხი - ნამდვილი სუპერპროდუქტი!
იცოდით, რამდენად სასარგებლოა ერთი ცალი კვერცხი?
მაღალი ხარისხის ცილა:
6გ ცილა - ხელს უწყობს კუნთების ზრდას და აღდგენას.
ჯანსაღი ცხიმები:
5გ ჯანსაღი ცხიმები - მათ შორის ომეგა-3, გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის.
ენერგია და ვიტამინები:
70 კალორია - შესანიშნავი დასაწყისია დღისთვის.
D ვიტამინი - ამაგრებს იმუნიტეტს.
B ვიტამინები (B12, B6) - აუმჯობესებს მეტაბოლიზმს.
ტვინის ჯანმრთელობა:
ქოლინი - აუცილებელია ტვინის ფუნქციონირებისთვის და მეხსიერებისთვის .
დამატებითი სარგებელი:
რკინა, სელენი, ვიტამინი A, ლუთეინი, ზეაქსანტინი - მხედველობისა და საერთო ჯანმრთელობისთვის.
ჩართეთ კვერცხი თქვენს რაციონში და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე ყოველდღე!
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორ ემშვიდობება სული საყვარელ ოჯახს: გარდაცვლილის მიერ გამოგზავნილი 3 ნიშანი