Digest Logo

🎥 7 წანაზარდი კანზე, რომელიც მეჭეჭს ჰგავს და რომლის გარჩევაც უნდა ვიცოდეთ - კოტე თოდუას რეკომენდაციები

1742210911
კოტე თოდუა

იუთუბერი, ექიმი კოტე თოდუა სოციალურ ქსელში „იუთუბის“ არხზე საზოგადოებას სასარგებლო რჩევებს პერიოდულად უზიარებს.

მედიკოსს 58 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს და მის რჩევებს ათასობით ნახვა და კომენტარები აქვს.

ამჯერად მან ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც კანქვეშა წანაზარდებზე საუბრობს:

„კანზე წანაზარდები, მეჭეჭის მსგავსი თითქმის ყველა ადამიანს ჰქონია ცხოვრებაში. კითხვები არის სულ არის თუ არა საშიში, თავისით გაივლის თუ მკურნალობა სჭირდება? იქნებ სიმსივნე არის, თუ მელანომა?

ტოპ შვიდი წანაზარდი რომელიც კანზე გვხვდება არის:

1. ყველაზე ხშირი არის ჩვეულებრივი მეჭეჭები. რომლებიც შესაძლოა იყოს მოთეთრო, მონაცრისფრო, ან ხორკლიანი ზედაპირით. მოცულობაში დიდი არ არის, რამდენიმე მილიმეტრი. შესაძლოა იყოს მტკივნეულიც და უმტკივნეულო. არ იცის ქავილი. იწვევს პაპილომა ვირუსი. პირდაპირი ან კანის ზედაპირი კონტაქტით. შესაძლოა ჰქონდეს შავი წერტილები, რომლებიც საშიში არ არის. უმეტესობა მეჭეჭის თავისით ქრება. თუ დიდხანს გვაქვს, მაშინ ყურადღება უნდა მივაქციოთ.

2. სებორეული კერატოზი - არის მოშავო ლაქა, რომელიც კანიდან არის ამოწეული და გაბრტყელებული. მეტად აქვთ ასაკოვანებს. 60 წელს ზემოთ თითქმის ყველა ადამიანს აქვს.არ არის საშიში და არაფერს იწვევს. შესაძლოა იყოს ღია ყავისფერიც. არ უნდა აგვერიოს დერმადიტში.

3. სქინ თექს, კანზე წანაზარდებია, ხორცისფერი ან მუქი სოკოსებრი წანაზარდი რომელიც კანს უკავშირდება. შესაძლოა განვითარდეს დიაბეტის ან ინსულინრეზისტენტობიდან. კანის ნაოჭებთან ვითარდება ხშირად, მაგალითად იღლიასთან და საზარდულთან. სადაც ხახუნი ხდება ხშირად. უბრალოდ მრავლდება კანის უჯრედები.

4. ხალი, რომელიც გვხვდება სხვადასხვა ფორმაში. გაბრტყელებული, ამოზნექილი და ა.შ. მკვეთრი კიდეები აქვს, არ იზრდება ჩქარა, ზოგიერთ ადამიანს დაბადებისას აქვს. ზოგჯერ ზრდასრულობაში წარმოიქმნება, სჭირდება ყურადღება, ფორმას ზომას, შესაძლოა იყოს მელანომა ანუ კანის სიმსივნე. არ არის საშიში და მისი მოშორებაც შესაძლებელია.

5. დერმატოფიბრომა, რომელიც ასევე წანაზარდია და მკვეთრი ფერი აქვს, ხალს ჰგავს მაგრამ ფერით განსხვავდება, შესაძლებელია იყოს წითელიც. ესეც არ არის საშიში. შედარებით საშიშია ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა, რომელსაც კანის კიბოდაც მიიჩნევენ. შესაძლოა იყოს ადვილად გაღიზიანებადი და სისხლმდენი. არ ქრება და შესაძლოა გაიზარდოს, ასევე შესაძლოა მეტასტაზები განავითაროს.

6. აქტიური კერატოზი, რომელიც დერმატოფიბრომას წინამორბედია. თავიდან როგორც კანის დაზიანება ისე ჩნდება, კანზევე გაბრტყელებული, ამოზნექილობა არ ახასიათებს. გეგონება ქვიშას გადაუსვი ხელი. შესაძლოა თავიდან ვერ ვხედავდეთ და ვითარდება მათთან ვინც დიდ დროს ატარებს მზესთან ან არის მელოტი.

7. ბაზალურ უჯრედოვანი კიბო კარცინომა, ეს მეჭეჭს შედარებით ნაკლებად ჰგავს, არის მოყავისფრო, მოლურჯო მოწითალო. შესაძლოა იყოს აქერცვლადი. იზრდება ძალიან ნელა“, - აღნიშნავს კოტე თოდუა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕გერმანიაში ქართველ კაცს ეძებენ, რომელმაც ცოლს ტრამვაიში აალებადი სითხე შეასხა და ცეცხლი წაუკიდა

🎥 შეგეცვლებათ თუ არა ყოველთვიური შენატანი სესხზე? - საბანკო სექტორში სიახლეებია

🎥 🌓„30 რიცხვამდე მოიმატებს წყალდიდობები, წვიმები და წყალთან დაკავშირებით პრობლემები“ - მიმდინარე კვირის ასტროპროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან