Digest Logo

8 ნიშანი, თუ როგორ ამოვიცნოთ მწიფე საზამთრო - „მწვანე ყუნწი უმწიფრობის ნიშანია“

1783073316
საზამთროსაზამთრო

როგორ უნდა ამოვიცნოთ ხარისხიანი და გემრიელი ნაყოფი მწიფეა თუ არა? გემრიელი საზამთროს არჩევა ადვილი არ არის. გარეგნულად ყველა უნაკლო ჩანს.

როგორ უნდა ამოვიცნოთ ხარისხიანი ნაყოფი - გთავაზობთ 8 რჩევას, რომელიც ამაში დაგეხმარებათ.

1. ნაყოფი საშუალო ან დიდი ზომის შეარჩიეთ. პატარა საზამთრო იშვიათად არის სრულფასოვანი და გემრიელი

2. მკვეთრი ხაზები უნდა ჰქონდეს

3. ყუნწი ხმელი. მწვანე ყუნწი უმწიფრობის ნიშანია. თუ ყუნწი მოჭრილია, ესე იგი ამის დაფარვას ცდილობდნენ

4. ხელის მოჭერისას ჭრაჭუნის და გაბზარვის ხმას უნდა გამოცემდეს

5. ხელის დატყაპუნებისას ყრუ ხმას უნდა გამოსცემდეს.

6. შეხებისას კანზე ხორკლები და ხაოო არ უნდა იგრძნობოდეს

7. არ უნდა ჰქონდეს გარედან ბზარები

8. ყვითელი და არა თეთრი ლაქა ძირზე, ძალიან დიდი არ უნდა იყოს.

რაც შეეხება სახიფათო ნიშნებს, რაც უნდა გაითვალისწინოთ:

⭕ არ შეიძინოთ საზამთრო, რომელიც ტრასის პირას იყიდება ან მიწაზე დევს

⭕ არ გააჭრევინოთ წინასწარ. ამით დაბინძურების რისკი ძალიან მატულობს. საზამთროში კი მიკრობები ბევრად უფრო სწრაფად მრავლდება, ვიდრე სხვა ხილ-ბოსტნეულში 

⭕ თუ დაჭრილ რბილობს წყალში მოათავსებთ, წყალი უნდა აიმღვრეს, მაგრამ წითლად არ უნდა შეიღებოს. თუ ფერი იცვალა, ესე იგი ქიმიურ ნივთიერებებითაა გაჯერებული.

⭕ ასევე დაგაინტერესეთ:

🎥 „დღის საუკეთესო დოპინგი“- თამუნა ამონაშვილი ტყუპების უსაყვარლეს ვიდეოს გვიზიარებს

⭕იუპიტერი ლომში, ახალი შესაძლებლობების ციკლი უკვე დაიწყო: ასტროლოგის რჩევები და გაფრთხილება

🎥 იღბლის, სიყვარულისა და წარმატების წელი – რას ჰპირდება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს იუპიტერი ლომში? მიხეილ ცაგარელი ერთწლიან პროგნოზზე