დიდი ხნის განმავლობაში სიბრძნის კბილები უსარგებლო სამედიცინო ნარჩენებად ითვლებოდა, რომლებსაც ტკივილის ან შესაძლო გართულებების ასაცილებლად თავიდან იშორებდნენ, თუმცა უახლესმა კვლევებმა აჩვენა, რომ ამ კბილების რბილი ქსოვილი — პულპა უაღრესად მნიშვნელოვან ბიოლოგიურ მასალას - მეზენქიმური ღეროვანი უჯრედების უნიკალურ მარაგს შეიცავს!
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სიბრძნის კბილებიდან მიღებული ღეროვანი უჯრედები საოცარი პლასტიკურობით გამოირჩევა. ჩვეულებრივი უჯრედებისგან განსხვავებით, მათ შეუძლიათ ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა მნიშვნელოვან ქსოვილად, მათ შორის ნეირონებად (ნერვულ უჯრედებად), გულის კუნთოვან ქსოვილად, ძვლად და ხრტილად გარდაიქმნან. ეს ნიშნავს, რომ მომავალში მათი გამოყენება დაზიანებული ორგანოების აღდგენა დონორების გარეშე იქნება შესაძლებელი.
ამ მეთოდის ერთ-ერთ მთავარ უპირატესობას ეთიკური და პრაქტიკული მხარე წარმოადგენს. ემბრიონული ღეროვანი უჯრედებისგან განსხვავებით, რომელთა მიღებაც ეთიკურ დავებს იწვევს ან ძვლის ტვინის უჯრედებისგან განსხვავებით, რომელთა აღება რთული და მტკივნეული პროცესია, სიბრძნის კბილები ადვილად ხელმისაწვდომია. მათ ხშირად ახალგაზრდობაში იღებენ, როდესაც უჯრედები ჯერ კიდევ სიცოცხლისუნარიანია და დნმ-ის დაზიანებები არ აქვს, რაც სამედიცინო გამოყენებისთვის იდეალურ მასალად აქცევს!
ამ აღმოჩენამ შესაძლოა რეგენერაციულ მედიცინაში რევოლუცია მოახდინოს. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ამ უჯრედების დახმარებით შესაძლებელი გახდება ისეთი მძიმე დაავადებების მკურნალობა, როგორიცაა ალცჰაიმერისა და პარკინსონის დაავადებები, ინსულტი და გულის უკმარისობა. ასე, რომ სიბრძნის კბილის გადაგდების ნაცვლად, ის შეინახეთ, როგორ პრობლემებისგან თავის დაზღვევის საშუალება.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕3 მეცნიერული გზა სწრაფად ჩაძინებისთვის
⭕ინდოელი წინასწარმეტყველის, აბჰიგია ანანდის პროგნოზი 2026 წლისთვის
⭕„უფალი მხოლოდ მაშინ მოდის შენთან, როცა შენ მოუწოდებ...“ - თეოდორე გიგნაძე
წყარო: funtime.ge