„ახალი ფეხსაცმლის პრაქტიკა იღბლისთვის“ - აღნიშნულ საკითხზე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს ეზოტერიკოსი თამუნა იოსელიანი გვიზიარებს:
„იყიდეთ ახალი ფეხსაცმელი? ნუ იჩქარებთ მის პირდაპირ ქუჩაში ჩაცმას. პირველ გასვლამდე გამოცადეთ ეს მარტივი მეთოდი იღბლის, ფინანსური წარმატებისა და პოზიტიური დღის მოსაზიდად.
ამ პატარა პრაქტიკის შემდეგ, ახალი ფეხსაცმელი არა მხოლოდ კომფორტული იქნება, არამედ ახალ შესაძლებლობებსა და სასარგებლო ნაცნობობასაც მოგიტანთ.
👠 თქვით სახლში, მშვიდად და პოზიტიური განწყობით:
👠 „ახალ ფეხსაცმელს ვიცვამ და ჩემს წინაშე ოთხივე მიმართულებით ახალ გზას ვხსნი.
პირველი — ფინანსური წარმატებისკენ, მეორე — ჯანმრთელობისკენ, მესამე — სიყვარულისკენ, მეოთხე — იღბლისკენ. საითაც არ უნდა წავიდე, ყველგან წარმატება მელოდება. ზუსტად ასე იქნება!“
✨ მნიშვნელოვანი დეტალი: ეს სიტყვები უნდა თქვათ არა მაღაზიაში მორგებისას, არამედ უკვე სახლში, სანამ პირველად გახვალთ გარეთ. მთვარის ფაზას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია თქვენი პოზიტიური განწყობა, სიმშვიდე და წარმატების რწმენა“, - წერს თამუნა იოსელიანი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
⭕„ერთად ლოცვა“ ფსიქოლოგიური კუთხით არის უმაღლესი ნდობისა და სულიერი სიშიშვლის მომენტი“ - ფსიქოლოგი