Digest Logo

„ერთად ლოცვა“ ფსიქოლოგიური კუთხით არის უმაღლესი ნდობისა და სულიერი სიშიშვლის მომენტი“ - ფსიქოლოგი

1779826170
ერთად ლოცვა

„ერთად ლოცვა“ ფსიქოლოგიური კუთხით არის უმაღლესი ნდობისა და სულიერი სიშიშვლის მომენტი. როდესაც ორი ადამიანი ხსნის თავდაცვით მექანიზმებს, აჩერებს ეგოების ჭიდილს და საერთო მიზნით ერთიანდება რაიმე უფრო დიდის (იქნება ეს ღმერთი, საერთო ღირებულება თუ თავად ურთიერთობა) წინაშე, ხდება მათი ძალიან ღრმა ემოციური და სომატური სინქრონიზაცია.

ურთიერთობის კონტექსტში „სატანა“ შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ჩვენი დესტრუქციული ეგო, გაუმკლავებელი შიშები, შინაგანი კრიტიკოსი ან თუნდაც თაობებიდან გადმოცემული ის ტოქსიკური პატერნები, რომლებიც პარტნიორებს შორის სიცივეს და ბზარს აჩენს.

როცა წყვილი ერთიანდება, ამ დამანგრეველი ძალებისთვის „სახლში" (ანუ მათ საერთო, უსაფრთხო სივრცეში) ადგილი ფიზიკურად აღარ რჩება.

ამგვარი სინქრონიზაცია არ არის სტატიკური მდგომარეობა, რომელსაც ერთხელ მიაღწევ და რჩება ის უფრო ცოცხალ, სუნთქვად პროცესს ჰგავს, რომელიც მუდმივ საზრდოს მოითხოვს.

როდესაც ორი ნერვული სისტემა ერთიანდება ამ სულიერ სიხშირეზე, ხდება ნამდვილი სომატური განკურნება. სხეული, რომელიც წლების განმავლობაში მიჩვეული იყო თავდაცვასა და დაძაბულობას, პარტნიორთან თანაარსებობის და პარალელურად სწავლობს ნდობას და ღრმა, რესტავრაციულ სიმშვიდეში გადასვლას.

სწორედ ეს „შინაგანი სახლის" დასუფთავება ეგოს ხმაურისგან, საშუალებას აძლევს წყვილს, დაინახონ ერთმანეთის ნამდვილი არსი არა ის ვინც, გვინდა რომ იყოს ან ვინც გვეშინია, რომ არის, არამედ ის ვინც, სინამდვილეშია, თავისი მოწყვლადობითა და სინათლით.

აქ ამ გამჭვირვალეობაში, სიყვარული წყვეტს უბრალო ემოციად ყოფნას და გარდაიქმნება აქტიურ, შემოქმედებით ძალად, რომელიც არა მხოლოდ აძლიერებს მათ კავშირს არამედ ხდება დამცავი ფარი გარე სამყაროს ქაოსისა და შინაგანი ეჭვების წინააღმდეგ.

რომ გავაერთიანოთ ეს ფილოსოფია და პრაქტიკული რეალობა, წყვილებს შემდეგი ყოველდღიური ნაბიჯების გადადგმას ვურჩევდი: შექმენით თქვენი „საერთო“ რიტუალი: იპოვეთ დღეში თუნდაც 15 წუთი, რომელიც მხოლოდ თქვენი იქნება. ეს შეიძლება იყოს დილის ყავის სიჩუმეში ერთად დალევა, საღამოს გასეირნება, ან ძილის წინ უბრალოდ ერთმანეთის გვერდით წოლა ტელეფონების გარეშე.

მთავარია, ეს რიტუალი იყოს ხელშეუხებელი.

ისაუბრეთ მდგომარეობებზე და არა მხოლოდ ფაქტებზე: შეცვალეთ სტანდარტული კითხვა "დღეს სამსახურში რა ხდებოდა?" კითხვით - „დღეს როგორ გრძნობდი თავს?“.

მიეცით ერთმანეთს სივრცე, რომ საკუთარი შიშები და სისუსტეები უსაფრთხოდ გამოხატოთ.
გამოიყენეთ სხეულებრივი (სომატური) კონტაქტი: ხშირად სიტყვები საერთოდ ზედმეტია. როცა ერთ-ერთი დაძაბულია ან შფოთავს, უბრალოდ ხელის მოკიდება, მხარზე თავის დადება ან რამდენიმეწამიანი, მყარი ჩახუტება საუკეთესო "ლოცვაა".

ეს პირდაპირ ამშვიდებს ნერვულ სისტემას და პარტნიორს დაცულობის განცდას უბრუნებს. გახდით ერთმანეთის„უსაფრთხო სივრცე“: როცა პარტნიორი გეწუწუნებათ, მაშინვე ნუ დაიწყებთ გამოსავლის ძიებას, ჭკუის სწავლებას ან კრიტიკას. უბრალოდ მოუსმინეთ და აგრძნობინეთ: „მე აქ ვარ, შენთან ერთად ვარ და შენი მესმის“.

ის „სატანა" (იქნება ეს გაუცხოება, სიცივე, ეჭვიანობა თუ დაგროვილი წყენა) ვერასდროს იპოვის ადგილს იმ სახლში, სადაც ორ ადამიანს აქვს უნარი, დღეში ერთხელ მაინც გაჩერდეს, ერთმანეთს თვალებში შეხედოს და უსიტყვოდ, საკუთარი ქმედებით უთხრას: „ჩვენ ერთ გუნდში ვართ და ერთმანეთისთვის ყველაზე უსაფრთხო ადგილი“.

სწორედ ეს არის თანამედროვეობის ყველაზე ძლიერი კვეთა და ფსიქოლოგიური ჯავშანიც.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„დაინახეს როგორ ჩაისვა ვიღაც კაცმა ნაცრისფერ პრიუსში, ბავშვი არის უნარშეზღუდული“ - თბილისში მოზარდს ეძებენ

რატომ არ ღირს რეაგირება ტყუილზე? - ქეთევან ჯანდიერის საინტერესო პოსტი

„ულამაზესი გოგო, ბედნიერი იყავი მუდამ...“ - ნუცა ბუზალაძე კალიფორნიაში პოზირებს