Digest Logo

🎥 „აკრძალულია ცხელი წყლით გალღობა“ - როგორ გავალღვოთ გაყინული პროდუქტი სწორად?

1757059983
ირაკლი აბაშია

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც საზოგადოებას უზიარებს რჩევებს - თუ როგორ უნდა გავალღოთ გაყინული პროდუქტი სწორად?!

მისი თქმით, გაყინული პროდუქტის გასალღობად არსებობს, ორი ყველაზე უვნებელი მეთოდი.

„ერთი მეთოდია - როდესაც გაყინულ პროდუქტს გამოიღებთ მინუს მაცივრიდან მოათავსებთ ცხრილიან ჭურჭელში და შემდეგ დადებთ პლუს მაცივარში - ეს ერთ-ერთი უვნებელი მეთოდია.

როდესაც გალღვება, შესაძლოა, წვენი არ ჰქონდეს, მაგრამ თუ გაყინულ ხორცს ვალღობთ, წვენი საწურის მეშვეობით დაიწურება და პროდუქტი ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი იქნება.

მეორე მეთოდი - გამდინარე ცივი წყლის ქვეშ გალღობაა. ეს გალღობის შედარებით უფრო სწრაფი მეთოდია. 

ცივი წყლითა და ასევე, მაცივარში გალღობის მეთოდის შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტს პირველადი შეფუთვა არ მოვხსნათ და ისე გავალღოთ.

არ შეიძლება და აკრძალულია ოთახის ტემპერატურაზე და ასევე, ცხელი წყლის ქვეშ გაყინული პროდუქტის გალღობა, ამ დროს ხდება ბაქტერიების გამრავლება, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია“, - ამბობს ირაკლი არაბული. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „სასიკვდილო და საბედისწერო ასპექტი აგვისტოში გავიარეთ, თუმცა...“ - რა რეკომენდაციებს ავრცელებს მარიამ შუკაკიძე 7-დან 21 სექტემბრის დაბნელებების კორიდორზე

🎥 „ვარჯიშის შემდეგ თუ ძილი გინდებათ, ეს ნიშნავს, რომ...“ - როგორ ვიკვებოთ ვარჯიშის დროს სწორად, ნატა გაგუას რჩევები!

⭕6 სექტემბრიდან პლანეტა ურანი რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს - რატომაა ეს პერიოდი საყურადღებო და რა გავლენას მოახდენს ის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე