Digest Logo

„ალბათ ნაწყენია“, „არ სცალია”, „ხასიათი აქვს ასეთი“, სიმართლე გაცილებით მარტივი და მწარეა...“ - რას წერს ფსიქოლოგი

1781179695
წყვილი - ურთიერთობები

მტკივნეული მოსასმენია, მაგრამ გეტყვით, რომ თუ ის ადამიანი გენატრება, ვინც ზუსტად იცის სად ხარ, როგორ დაგიკავშირდეს, შეუძლია ეს და უბრალოდ არ აკეთებს.

შენ დროს კარგავს …

ეს მართლაც უმძიმესი რეალობაა, რომელსაც თვალებში უნდა ჩავხედოთ.

ამართლებ იმას, რაც გაუმართლებელია.

შენ იგონებ ათას მიზეზს: „ალბათ ნაწყენია“, „ვერ მპატიობს “ , „არ სცალია” , „ალბათ ეშინია ინიციატივის აღების“, „ხასიათი აქვს ასეთი“... მაგრამ სიმართლე გაცილებით მარტივი და მწარეა: ვისაც შენთან ყოფნა უნდა, ის შენთან არის.

საკუთარი თავის ილუზიებით გამოკვება მხოლოდ ერთ რამეს აკეთებს, გიხანგრძლივებს ტკივილს და გართმევს შანსს, შეხვდე მას, ვისთვისაც შენთან კავშირი პრიორიტეტი იქნება და არა „სიცარიელეში ყოფნის ჟამს მისაღები გადაწყვეტილება“.

რა უნდა გვახსოვდეს ამ დროს?

დუმილიც პასუხია: როცა ადამიანი არ გეხმიანება, ეს არის მისი გაცნობიერებული არჩევანი. მან აირჩია, რომ იმ კონკრეტულ მომენტში შენ გარეშე ყოფილიყო.

სიყვარული არ არის თავსატეხი: ნამდვილ ურთიერთობებში არ გიწევს „დეტექტივობანა“ და იმის გამოცნობა, უყვარხარ თუ არა.

შენი რესურსი ძვირფასია: ენერგია, რომელსაც არარსებული მიზეზების ძებნაში ხარჯავ, საკუთარ თავს, შენს ზრდასა და თვითმოვლას მოაკელი.

შეწყვიტე სხვისი ქცევების „თარგმნა“ შენს სასარგებლოდ. მიიღე რეალობა ისეთი, როგორიც არის, რაც არ უნდა გტკიოდეს.

შენი დრო, შენი სიყვარული და შენი ყურადღება იმსახურებს მას, ვინც ამას ეძებს და აფასებს, და არა მას, ვინც შენს არსებობას უბრალოდ აიგნორირებს.

გაუშვი ის, ვისაც შენი შენარჩუნება არ უცდია. შენ გაცილებით მეტს იმსახურებ.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ისეთი კარგები ხართ, ბევრი შვილი უნდა გააჩინოთ“ - დუეტი „ლეონი“ ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

„არ მოტყუვდეთ კუნდალინის გამოღვიძების კურსებით და პრაქტიკებით, უფრო დააზიანებთ თავს...“ - თეო ხაბულიანი საზოგადოებას მიმართავს

რას გამოიწვევს პლანეტების მოძრაობა და მათი თანხვედრა ადამიანების ცხოვრებაში და რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ ივნისში