Digest Logo

„არ მოტყუვდეთ კუნდალინის გამოღვიძების კურსებით და პრაქტიკებით, უფრო დააზიანებთ თავს...“ - თეო ხაბულიანი საზოგადოებას მიმართავს

1781176502
თეო ხაბულიანი

დღეს ძალიან ბევრი ადამიანი საუბრობს კუნდალინის გამოღვიძებაზე, თითქოს ეს რაღაც ტექნიკაა, რომელსაც რამდენიმე სესიის, ვარჯიშის ან ჩარევის საშუალებით შეძლებ. თითქოს არსებობს ღილაკი, რომელსაც დააჭერ და უზარმაზარი სულიერი ძალა მაშინვე გააქტიურდება.

კუნდალინი არ არის გასართობი პროცესი და არც რაიმე მიღწევა, რომლითაც შეიძლება იამაყო.

კუნდალინი ბუნებრივი პროცესია. ის არ იღვიძებს იმიტომ, რომ ვიღაცამ ასე გადაწყვიტა. ის იღვიძებს მაშინ, როდესაც ადამიანი შინაგანად მზად არის ამისთვის. როდესაც სხეული, ნერვული სისტემა, ფსიქიკა და ცნობიერება საკმარისად გაწონასწორებულია იმისთვის, რომ ამ ენერგიის გამტარი გახდეს.

ძალდატანებით გამოწვეული ნებისმიერი პროცესი ბუნების კანონებს ეწინააღმდეგება. თუ თესლს ძალით გახსნი, ყვავილს ვერ მიიღებ. თუ ნაყოფს დროზე ადრე მოწყვეტ, სიმწიფეს ვერ დააჩქარებ. ასეა სულიერ გზაზეც.

ბევრი ადამიანი ეძებს განსაკუთრებულ განცდებს, ენერგეტიკულ აფეთქებებს, ხილვებს, უცნაურ შეგრძნებებს და ამას სულიერ წინსვლად მიიჩნევს. სინამდვილეში კი ცნობიერების ზრდა ბევრად მშვიდი, ბუნებრივი და უხმაურო პროცესია.

როდესაც ენერგია ხელოვნურად ირღვევა ან ძალით იწევა იქამდე, სადაც ადამიანი ჯერ მზად არ არის, ამას შეიძლება მოჰყვეს შფოთვა, უძილობა, ემოციური დისბალანსი, დაბნეულობა, რეალობასთან კონტაქტის დაკარგვა და სხვა მძიმე მდგომარეობები. ამიტომაც ძველი სულიერი ტრადიციები ყოველთვის პირველ ადგილზე აყენებდნენ არა ენერგიის გაღვიძებას, არამედ ადამიანის მომზადებას.

ნამდვილი გზა იწყება არა კუნდალინის ძიებით, არამედ საკუთარი თავის შეცნობით. სხეულის გაჯანსაღებით. გონების დამშვიდებით. ეგოს ტრანსფორმაციით. სიყვარულის, მიმღებლობისა და შინაგანი სიჩუმის განვითარებით.
როდესაც მზად ხარ, ყველაფერი თავის დროზე ხდება.

მზე ძალით არ ამოდის. ყვავილი ძალით არ იშლება. მდინარე ძალით არ მიედინება და კუნდალინიც არ იღვიძებს ბრძანებით. ის იღვიძებს მაშინ, როდესაც არსებობა ხედავს, რომ შენ უკვე მზად ხარ ატარო ის, რაც აქამდე ვერ დაიტევდი.

რაც უფრო მეტად ცდილობ ძალით დააჩქარო პროცესი, მით უფრო შორდები მას, რადგან სულიერი ზრდა არ არის შეჯიბრი. ბუნებას არასოდეს ეჩქარება.

თუ კუნდალინის ენერგიის გააქტიურება ხელოვნურად, ძალდატანებით ან მოუმზადებელ მდგომარეობაში ხდება, იწყება ძლიერი შფოთვა და პანიკური მდგომარეობები, უძილობა ან ძილის სერიოზული დარღვევები,ემოციური არასტაბილურობა, სხეულში ძლიერი სიცხის ან ელექტრული დენის მსგავსი შეგრძნებები,გადაჭარბებული სულიერი ეგო განცდა, რომ სხვებზე მეტად „გამოღვიძებული" ხარ, დეპრესიული მდგომარეობა და ხშირად ფსიქიკური დარღვევებიც.

კუნდალინი არ არის სათამაშო ენერგია. ის არ არის გასართობი ექსპერიმენტი და არც სწრაფი სულიერი განვითარების ინსტრუმენტი. როდესაც ადამიანი შინაგანად მზად არ არის, მაგრამ ცდილობს პროცესის დაჩქარებას, ენერგია პირველ რიგში იმ ბლოკებს ეხება, რომლებიც წლების განმავლობაში დაუმუშავებელი დარჩა, ამიტომ ადამიანი თავისუფლების ნაცვლად უფრო მეტ ქაოსს აწყდება.

როდესაც ადამიანი მზად არის, ყველაფერი ბუნებრივად ხდება, ძალდატანების გარეშე, დევნის გარეშე და ხელოვნური ჩარევის გარეშე.

ამიტომ ჩემი რჩევაა არ მოტყუვდეთ კუნდალინის გამოღვიძების კურსებით და პრაქტიკებით, უფრო დააზიანებთ თავს.

 ასევე დაგაინტერესებთ:

რას გამოიწვევს პლანეტების მოძრაობა და მათი თანხვედრა ადამიანების ცხოვრებაში და რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ ივნისში

🎥 „თითქოს ბავშვი უყურადღებოდ, შეგნებულად დარჩა პასუხისმგებელი პირების მხრიდან, არ შეესაბამება სიმართლეს“ - „სიმღერის აკადემია“ განცხადებას ავრცელებს

სად უნდა ეძებო ბედნიერება - შენში თუ შენ გარეთ? - გია მურღულიას საინტერესო განმარტება