Digest Logo

„ამ ელემენტის მეშვეობით ორგანიზმში სინთეზირდება ელასტინი“ - ვენებისთვის სასარგებლო და საზიანო საკვები

1760777647
ვენებივენები

ფიტნესინსტრუქტორი, ნუტრიციოლოგიის რეზიდენტი და სერტიფიცირებული მანუალ-თერაპევტი მამუკა რაშოიანი სოციალურ ქსელში ვენებისთვის სასარგებლო და საზიანო საკვებ პროდუქტებს ასახელებს.

მისი თქმით, ადამიანმა, რომელსაც ვენების პრობლემა აქვს, დღეში მინიმუმ 40 წუთი მაინც უნდა იაროს:

„სისხლძარღვებისთვის მეტად სასარგებლოა ხილი და ბოსტნეული. ისინი აძლიერებენ ვენურ სისტემას. E ვიტამინი სისხლძარღვთა ელასტიკურობას ზრდის.

ამ ვიტამინით მდიდარია ხორბალი, პარკოსნები, სალათის ფურცლები, მწვანე ხახვი, საქონლის ღვიძლი, კვერცხის გული, სიმინდი, ზეითუნის და სოიის ზეთი. C ვიტამინი ვენათა სიმტკიცეს განაპირობებს. ამ ვიტამინით მდიდარია ასკილი, ტკბილი წიწაკა, ქაცვის ზეთი, შავი მოცხარი, კომბოსტო და ციტრუსები. PP ვიტამინი აძლიერებს ვენების კედლებს და სარქვლებს. ამ ვიტამინით მდიდარია ასკილი, ციტრუსები, კაკალი და ჩაი. ვენების მუშაობას აუმჯობსებს ბიოფლავონოიდებიც - ნივთიერებები, რომლებიც კენკრას მუქ ფერს აძლევს. ბიოფლავონოიდებში თრომბები გაცილებით უკეთ იხსნება, ვიდრე ასპირინში. ამ ნივთიერებათა მაღალი შემცველობით გამოირჩევა ალუბალი და წითელი ბალი.

ვენებს სჭირდებათ თუთია

ამ ელემენტის მეშვეობით ორგანიზმში სინთეზდება ელასტინი. ეს შემაერთებელი ქსოვილის ცილაა. თუთიით მდიდარია ზღვის ნობათი: მიდიები, კიბორჩხალები, კრევეტები, მოლუსკები, ასევე ცხვრის თირკმელი და საქონლის ღვიძლი. ვენების მუშაობას ხელს უწყობს სითხე. თუ მას დღეში 1,5-2 ლიტრზე ნაკლებს მიიღებთ, სისხლი გასქელდება და კალაპოტში მოძრაობა გაუჭირდება.

ვენებს არ უხდება

ცხიმიანი, ტკბილი საკვები, ცომეული, ანუ ყველაფერი, რაც ადამიანს წონას მატებს. ვარიკოზის დროს აკრძალულია ხორცის ბულიონი, შებოლილი ხორცი და ძეხვი - ისინი ძლიერ აზიანებენ ვენების კედელსა და სარქვლებს.

ყავა და ალკოჰოლი

ყავა და ალკოჰოლი ორგანიზმში სითხის შეკავებას უწყობს ხელს და აძლიერებს ვენების დატვირთვას.

იარეთ ფეხით!

ვენების დაავადებებმა რომ არ შეგვაწუხოს, ექიმები გვირჩევენ, ყოველდღიურად 40 წუთი მაინც ვიაროთ ფეხით“, - წერს მამუკა რაშოიანი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ცოტა ხანში, ჩვენი სახელები არქივის საკუთრება, ხორცი, რომელიც ასე მოგვწონს მიწის საკუთრება გახდება“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძის ქადაგება

„მნიშვნელოვანია, გაცნობიერებულად აკეთოთ კეთილი და საქველმოქმედო საქმეები, რადგან კარმა დღეს სწრაფად მუშაობს“ - შაბათის ენერგეტიკული პროგნოზი

„იდეალური დღეა რომანტიკისთვის, კრეატიულობისთვის და თამაშით სავსე ურთიერთობებისთვის“ - 18 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი