Digest Logo

„ამ ქიმიკატებს ფარისებრ ჯირკვალზე ათავსებთ...“: რატომ არ უნდა შეისხუროთ სუნამო კისერზე? - არუნ ხათრის გაფრთხილება საზოგადოებას

1768203601
არუნ ხათრი

სუნამოს კისერზე შესხურება შესაძლოა, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო არ იყოს - ამის შესახებ ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი „ფეისბუკზე“ წერს და ყურადღებას ფარისებრი ჯირკვლის რისკებზე ამახვილებს.

მისი თქმით, კისერი სხეულის ერთ-ერთი ყველაზე თხელი და შთანმთქმელი ზონაა, ხოლო სუნამოში არსებული სინთეზური ქიმიური ნივთიერებები შესაძლოა, ორგანიზმში შეიწოვოს და ხანგრძლივ პერსპექტივაში ჰორმონულ ბალანსზე იმოქმედოს.

„ადამიანების უმეტესობა სუნამოს კისერზე იფრქვევს… იმის ცოდნის გარეშე, რა შეიძლება მოხდეს.

კისერი უბრალოდ კანი არ არის, ეს არის სხეულის ერთ-ერთი ყველაზე თხელი და შთანმთქმელი ადგილი მის ქვემოთ მდებარეობს ფარისებრი ჯირკვალი, რომელიც აკონტროლებს:

მეტაბოლიზმს
ტვინს
ენერგიას
ჰორმონებს

ბევრი სუნამო შეიცავს სინთეზურ ქიმიურ სურნელოვან ნივთიერებებს, ეს ქიმიკატები კანზე უბრალოდ არ რჩება
ისინი შეიძლება შეიწოვოს ორგანიზმმა.

როცა ყოველდღე სუნამოს პირდაპირ კისერზე ისვამთ ამ ქიმიკატებს ფარისებრ ჯირკვალზე ათავსებთ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ფარისებრი ჯირკვალი მართავს მთელ ჰორმონალურ სისტემას. მცირე დოზა ყოველდღე წლების განმავლობაში შეიძლება ჩუმად არღვევდეს ჰორმონულ ბალანსს.

უფრო ჭკვიანი ჩვევა - კისერზე შესხურების ნაცვლად, შეგიძლიათ სუნამო გამოიყენოთ ხელებზე ან ტანსაცმელზე.

ისევ კარგად იგრძნობთ სურნელს, მაგრამ აღარ მოათავსებთ ქიმიკატებს თქვენი ჰორმონების საკონტროლო ცენტრზე.

დაიცავით ფარისებრი ჯირკვალი
დაიცავით ჰორმონები
დაიცავით თქვენი მომავალი“, - წერს არუნ ხათრი.

არუნ ხათრი ოჯახთან ერთად წლებია საქართველოში ცხოვრობს და ქართულ ენასაც კარგად ფლობს. მისი მეუღლე ქართველია, წყვილს სამი შვილი ჰყავს. იგი საზოგადოებას პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს „იუთუბის“ საკუთარ არხზე.

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ნიცა თავაძე იუბილარია - როგორ მიულოცა ხვიჩა კვარაცხელიამ მეუღლეს დაბადების დღე

🔵„დღე დაიწყება ღრმა ფიქრებითა და შესაძლოა მცირე ემოციური დაძაბულობით, თუმცა შუადღიდან იგრძნობთ „მხრების გაშლას“ - 12 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

🔵„12 იანვარს უნდა აანთოთ სანთელი თქვენი ბინის ან ოფისის სამხრეთ-აღმოსავლეთ სექტორში“ – მინეროლოგი რიტუალს გვიზიარებს