Digest Logo

„ამ რეცეპტით პასკა გამოდის მძიმე და ნოტიო, როგორიც უნდა იყოს ნამდვილი პასკა“- კულინარის რჩევები და რეცეპტი

1744545271
პასკა ცუკატებითა და ქიშმიშით

„ამ არაჩვეულებრივი რეცეპტით ვაკეთებ პასკებს და ძალიან გემრიელი გამოდის" "ეს არის ჩემი მეგობრის, თამრიკო კიკაბიძის ცნობილი რეცეპტი. ყოველ წელს, ამ არაჩვეულებრივი რეცეპტით ვაკეთებ პასკებს და ძალიან გემრიელი გამოდის“, - წერს ცნობილი კულინარი ანა კოსტავა და რეცეპტს გვიზიარებს.

დაგჭირდებათ:

10 კვერცხი

1. 200 შაქარი 

3 კგ. ფქვილი

მშრალი საფუარი დიდი შეკვრის ნახევარზე ცოტა მეტი

1 ლიტრი რძე

250 გრამი მარგარინი

250 გრამი კარაქი

1 ჭიქა ზეთი

300 გრამი შავი ქიშმიში, ცუკატები სურვილის მიხედვით

მომზადება:

ნახევარ ლიტრა თბილ რძეში გახსენით საფუარი 6 სუფრის კოვზი, 1 ჩაის კოვზი შაქარი დაუმატეთ რომ კარგად აფუვდეს

მეორე ნახევარ ლიტრა თბილ რძეში გახსენით ცხიმი, მარგარინი, კარაქი, ნახევარი ჭიქა ზეთი.

ცალკე 10 კვერცხის ცილა კარგად ამოიყვანეთ(ოთახის ტემპერატურის კვერცხის ცილა უფრო კარგად ამოდის), დაუმატეთ 10 სუფრის კოვზი შაქარი, მწიკვი მარილი და კარგად აურიეთ.

ცალკე 10 კვერცხის გულისგან და დარჩენილი შაქრისგან ვაკეთებთ გოგლიმოგლს, კარგად ათქვიფეთ გათეთრებამდე.

გოგლიმოგლს დაუმატეთ გამზადებული ბეზე და კარგად აურიეთ.

ცალკე დიდ თასზე დავყრით 3 კგ ფქვილს დავასხამთ საფუარიან და ცხიმიან ზეთს, კარგად აურიეთ და შეაზილეთ კვერცხიანი მასა, კარგად აურიეთ, დაუმატეთ დარჩენილი ნახევარი ჭიქა ზეთი და კარგად მოზილეთ ცომი.

ცომს ამოსასვლელად სჭირდება 6 საათი.

ღამით მოზილეთ შეფუთეთ თბილად და დილით უკვე მზად არის, ღამე ჩაზელვა არ ჭირდება.

დილით ამოსული ცომი ჩაზილეთ კარგად, დაუმატეთ ქიშმიში, თქვენი სურვილის მიხედვით თუ გნებავთ ცუკატები, 1 ცალი ლიმონის ცედრა, ვანილი, ნახევარ-ნახევარი ჩაის კოვზი მუსკატის კაკალი, ილი, მწიკვი დარიჩინი და მიხაკი, ვისაც არ გიყვართ დარიჩინი, ნუ დაუმატებთ.

აიღებთ ფორმებს, ჩაუფინეთ ქაღალდი, წაუსვით ცხიმი.

ცომს ფორმაში ვდებთ ნახევრამდე. ცხობისას 2-ჯერ იზრდება.

ფორმაში ცომს ვაჩერებთ 6 საათი. შემდეგ შედგით გახურებულ ღუმელში 150 გრადუსზე.

1 საათის შემდეგ გამოაღეთ ღუმელი და ხის ჩხირით გასინჯეთ. როცა გამოცხვება შეგრილდეს და შემდეგ ამოიღეთ ფორმიდან.

თქვენი სურვილით შეგიძლიათ მორთოთ, მე მინანქარს ვასხამ, ისე უყველაფროდ მომწონს.

ყველაზე მთავარია, ცომის მოზელის დროს უნდა იყოთ კარგ განწყობაზე და მთელი სიყვარულით მოზილოთ ცომი, უნდა მოეფეროთ ცომს.

წარმატებებს გისურვებთ!

ამ რეცეპტით პასკა გამოდის მძიმე და ნოტიო, როგორიც უნდა იყოს ნამდვილი პასკა, არაფუმფულა.

2 ულუფას ერთად ნუ მოამზადებთ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ისევ 7 საათზე გავიღვიძე და ეს ჩიტი არ მაძინებს, სადღაც ჩემ თავთან ზის“ - რა ვიდეოს აქვეყნებს შორენა ბეგაშვილი?

⭕„ხან და ხან მგონია,რომ გული გამიჩერდება… ეს მუდმივი ბრძოლაც სიცოცხლისთვის რა ძალიან რთულია!“ - მაია ასათიანი

🎥 „საქართველოს საღი და ჯანმრთელი თაობა“ - როლანდ ოქროპირიძის ვაჟის შესანიშნავი შესრულება

⭕შეიძლება თუ არა ბზის შეძენა სხვას ვთხოვოთ, რომელ ოთახში შევინახოთ და უნდა უყოთ ძველ ბზას - რჩევები