Digest Logo

„ამინდის ცვლილებასთან ერთად სეზონური ალერგიები, ხველა და გაციება უფრო ხშირი ხდება“ - რას გვირჩევს არუნ ხათრი

1792333859
არუნ ხათრი

ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს „იუთუბის“ საკუთარ არხზე. იგი ოჯახთან ერთად წლებია საქართველოში ცხოვრობს და ქართულ ენასაც კარგად ფლობს. მისი მეუღლე ქართველია, წყვილს სამი შვილი ჰყავს.

ამჯერად, არუნ ხათრი სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც ნივრის სასარგებლო თვისებებზე საუბრობს:

„ქართული ნიორი - ძლიერი ტრადიციული საშუალება! 

ამინდის ცვლილებასთან ერთად სეზონური ალერგიები, ხველა და გაციება უფრო ხშირი ხდება.

გთავაზობთ მარტივ ტრადიციულ მეთოდს!  

აიღეთ 4 კბილი ქართული ნიორი.

შეწვით 1 სუფრის კოვზ ზეითუნის ზეთში ან ერბოში, სანამ არ შეყავისფრდება.

ძალიან ეფექტურია სეზონური ალერგიის, ხველისა და გაციების დროს!

შეგიძლიათ მიირთვათ დღეში ორჯერ.

მიღების შემდეგ სხვა არაფერი დალიოთ და შეჭამოთ.

ამინდი იცვლება და სეზონური ვირუსებიც მოდის. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას!“, - წერს არუნ ხათრი.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕პლუტონი მერწყულის ნიშანში: ეპოქა, რომელიც სამყაროს წესებს ცვლის - რას ამბობს ასტროლოგი

⭕რა არის ენდომეტრიოზი? - გინეკოლოგი გამომწვევ მიზეზებს ასახელებს

⭕7 რამ, რაც ყოფილ პარტნიორს დაშორების შემდეგ არასდროს უნდა მისწეროთ

✕