Digest Logo

🎥 ანგელოზის გზავნილი 17 აპრილისთვის: რას წერს ეზოტერიკოსი

1776415262
ტამუნა იოსელიანი

ანგელოზის გზავნილი 17 აპრილისთვის:

დროა! ნუ გაიჭედები წვრილმანებში, დღევანდელი დღის ენერგია მძლავრია, ემოციები ღრმა. მთავარია, შეინარჩუნოთ სულის სიმშვიდე და საქმეები ჩვეულებრივზე მარტივად გამოგივათ.  იმოქმედეთ!

თუ გუშინ რაიმე ავანტიურა დაგეგმეთ - დღეს მისი განხორციელების დროა. თქვენი მფარველი ანგელოზი გეკითხებათ: „თუ არა ახლა, აბა როდის?“.

🧾დღის სამი პრინციპი:

✅️იდეალი მიუღწეველია;

✅️ნუ დაკარგავთ დროს წვრილმანებზე;

✅️იცხოვრეთ აწმყოთი.

ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რაც ახლა ხდება! ყველასთვის მოსაწონი ვერ იქნებით, მაგრამ იმ ადამიანისთვის, რომელიც თქვენ გვერდითაა - იქნებით.

მასზე მნიშვნელოვანი ახლა არავინ გყავთ, თორემ აქ მასთან ერთად არ იქნებოდით. არც ისე მოგწონთ? ან იქნებ სამსახურში ხართ და კოლეგები გაღიზიანებენ? უკან დახევა გვიანია - რაც არის, ესაა თქვენი რეალობა.

სწორედ თქვენი ენერგიით, აქტიურობითა და კომუნიკაბელურობით ქმნით ამ რეალობისგან ბედნიერ მომავალს. ნახავთ, საღამო დილაზე სასიამოვნო იქნება, ხვალინდელი დღე კი უფრო ბრძნული. დღეს ბევრი ჩანაფიქრი ასრულდება, თუკი მოინდომებთ.

მნიშვნელოვანია: მათ, ვინც გადაწყვეტს სრულად მოდუნდეს, შესაძლოა მოულოდნელი გამოძახება, განგაშის სიგნალი ან პროვოკაცია ეწვიოთ.

ამიტომ, იყავით დაკავებულები: შექმენით განწყობა, მოამზადეთ სადილი, შეიძინეთ, ჩაიცვით, გიყვარდეთ. კარგი დროა სერიოზული სამედიცინო პროცედურებისა და გამოკვლევებისთვის. საღამო კი იდეალურია გარეთ გასასვლელად - პარასკევია, ბოლოს და ბოლოს!

✨ მფარველი ანგელოზი არ გპირდებათ, რომ „ყველაფერი კარგად იქნება“ (ეს მის კომპეტენციაში არ შედის). ის გაძლევთ გარანტიას: „იქნება უკეთესად“.

❎️არ გყავთ თანამებრძოლთა გუნდი? არაუშავს, თუ მხოლოდ საკუთარი თავის იმედად ხართ - ესეც შესანიშნავი ვარიანტია, ხელს მაინც არავინ შეგიშლით!

🙏თქვენ ყველაფერს გაუმკლავდებით, არ ინერვიულოთ. დღის არსი: ის, რაც დიდი ხანია გინდოდათ -გამოგივათ.

❎️ სამყარო არ დაიქცევა!

😁 უბრალოდ, ფრთხილად იყავით გზებზე, საჭესთან თუ ფეხით - აპრილის ენერგიები ძალიან მძაფრია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო: მოვუწოდებთ საზოგადოებას, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, არ აჰყვნენ დეზინფორმაციულ კამპანიას

„ჯერჯერობით თბილი ტანისამოსის შენახვა ისევ ნაადრევია...“ - კობა ფარტენაძე მიმდინარე კვირის მეტეოროლოგიურ პროგნოზზე

„საქართველო, მოვდივარ! ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე იქნება“ - ალექსანდრე ზაზარაშვილი თბილისში სოლო კონცერტს გამართავს