მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად უზიარებს ქვეყანაში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით პროგნოზს.
ამჯერად იგი მიმდინარე კვირის ამინდის პროგნოზზე წერს. მისი თქმით, მოსალოდნელია წვიმა, ელჭექით, რომელიც ზოგან შესაძლოა ლოკალურად ინტენსიური იყოს, სეტყვის რისკით:
„ჯერჯერობით თბილი ტანისამოსის შენახვა ისევ ნაადრევია...
საქართველოში მიმდინარე კვირის ბოლო დღეები საკმაოდ დატვირთული იქნება, რაც ატმოსფერული ფრონტების უწყვეტი ცვლილებით იქნება გამოწვეული.
არსებულ ანტიციკლონს, რომელიც ხვალაც მზიან ამინდს განაპირობებს 18 აპრილის დღის ბოლოდან - კვლავ ციკლონთან არსებული შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასები შეცვლის, ამიტომაც 19-20 აპრილს საქართველოში ამინდი შეიცვლება, მოსალოდნელია წვიმა, ელჭექით, რომელიც ზოგან შესაძლოა ლოკალურად ინტენსიური იყოს, სეტყვის რისკით.
ასე რომ გაითვალისწინეთ, ძლიერი ცვალებადობის კვირა გველოდება, რაც იდეალურად შეესაბამება აპრილის ტიპურ კაპრიზულ ამინდს. ციკლონსა და მაღალი წნევის ხანმოკლე მატებას შორის რყევა გვაიძულებს, ხელთ გვქონდეს როგორც ქოლგები, ასევე მზის სათვალე...“, - წერს კობა ფარტენაძე.
ასევე დაგაინტერესებთ: