Digest Logo

„ანტიდეპრესანტის სწორი დოზირება დიდი ხელოვნებაა“ - რა პროცესებს იწვევს ფსიქოფარმაკოთერაპია ტვინში: ლევან შელეგიას რეკომენდაციები

1789967552
ლევან შელეგია

პანიკური აშლილობა, ფობიები, ქრონიკული ტკივილი თუ უძილობა - მედიკამენტები, რომლებსაც საზოგადოება „ანტიდეპრესანტების“ სახელით იცნობს, დეპრესიის გარდა უამრავი სხვა ფსიქოსომატური და ნევროლოგიური პრობლემის სამკურნალოდ გამოიყენება. ფსიქოფარმაკოლოგიის სპეციალისტების განმარტებით, აღნიშნული პრეპარატები ტვინში მონოამინებისა (სეროტონინი, ნორადრენალინი, დოპამინი) და BDNF-ის კონცენტრაციას ზრდიან, რაც ახალი ნეირონული კავშირების შენებას უწყობს ხელს.

აღნიშნულ საკითხზე ვრცელ და ინფორმაციულ პოსტს გერმანიაში მოღვაწე ექიმი ლევან შელეგია გვიზიარებს:

„💊 ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ ანტიდეპრესანტებზე:

პირველ რიგში, ასეთი ვიწრო დასახელება არ არის მართებული, რადგან ანტიდეპრესანტად მონათლული ფსიქოფარმაკები დეპრესიის გარდა ასევე (და ხშირად უფრო დიდი წარმატებით) გამოიყენება შემდეგი დაავადების მკურნალობაში:

▪️პანიკური აშლილობა

▪️აგორაფობია

▪️სოციალური ფობია

▪️სხვა ფობიები

▪️გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა GAD

▪️აკვიატებული აზრები/ქმედებები OCD

▪️პოსტტრავმული აშლილობა PTSD

▪️სხვადასხვა „ნევროზები“

▪️ძილის პრობლემა Dyssomnia

▪️სხვადასხვა ტიპის ტკივილი

▪️Ejaculatio praecox

▪️და ასე შემდეგ

არსებობს ანტიდეპრესანტების რამდენიმე თაობა/ტიპი:

➡️ ძველი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (ამიტრიპტილინი, კლომიპრამინი(ანაფრანილი), იმიპრამინი...) ამ ჯგუფს ძირითადას ვიყენებთ ტკივილის მართვაში. ასევე შაკიკის და უძილობის თერაპიაში. პრეპარატებს აქვს მოქმედების ფართო სპექტრი, ასევე შედარებით მეტი არასასურველი გვერდითი მოვლენები.

➡️ თანამედროვე - SSRI (სერტრალინი/ზოლოფტი, ესციტალოპრამი/ციტოლესი, პაროქსეტინი/რექსეტინი, ფლუოქსეტინი...) - SNRI - დულოქსეტინი, ვენლაფაქსინი ძირითად გამოიყენება ფსიქიატრიაში, გასტროენტეროლოგიაში და ტკივილის თერაპიაში. გვერდითი მოვლენები წესით პირველ ჯგუფზე ნაკლები.

➡️ ატიპიური - მირტაზაპინი, ტრაზოდონი/ტრიტიკო, ტიანეპტინი, აგომელატინი, ბუპროპიონი/ველბუტრინი გამოიყენება დეპრესიაში, ხშირად უძილობის დროსაც. განსხვავება ძირითადად არასასურველ გვერდით მოქმედებებშია და ნაკლებად უშუალოდ სასურველ, თერაპიულ ეფექტში. მათ ყველას (ტიანეპტინის გარდა) საერთო აქვთ ფსიქოფარმაკოლოგიაში დამკვიდრებული „მონოამინების ჰიპოთეზა”. ანუ მარტივად, მათი მიღება იწვევს ისეთი ნეიროტრანსმიტერების, „ტვინის ჰორმონების", კონცენტრაციის გაზრდას, როგორიც არის:

🟢 სეროტონინი

🔵 ნორადრენალინი

🟠 დოპამინი(ც)

ეს სამივე მონოამინია, ამიტომ სახელი „მონოამინების თეორია“ რადგანაც ფსიქიატრია აი უკვე 60 წელზე მეტია მიიჩნევს, რომ დეპრესია (ალბათ!) გამოწვეულია ამ მონოამონების დეფიციტით, შესაბამისად მკურნალობა ხდება მონოამინების დეფიციტის შევსებით.

სეროტონინი და ნორადრენალინი ასევე ჩართულია შიშების, პანიკის, აკვიატების, უძილობის, ტკივილის პათოგენეზში, ამიტომაც ვიყენებთ ანტიდეპრესანტებს არა მხოლოდ დეპრესიის სამკურნალოდ.

ბოლო კვლევის მიხედვით ანტიდეპრესანტები ზრდიან BDNF ( Brain-derived neurotrophic factor) კონცენტრაციას, რაც ხელს უწყობს ახალი „ავტობანების", ანუ სინაფსების შენებას ტვინში, შესაბამისი ქცევის მოდიფიკაციით და პოზიტიური გავლენით ცენტრალური ნერვული სისტემის პათოლოგიებზე.

მოკლედ: კარგი საქმე კეთდება! აქვე ვიცოდეთ, რომ ანტიდეპრესანტები მიეკუთვნება მედიცინის ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად ეფექტურ წამალთა ჯგუფს - ყოველ მესამე პაციენტში არ გვაქვს ეფექტი 🤷‍♂️ მაგრამ უდავოდ აქვს ანტიდეპრესიულ ფარმაკოთერაპიას თავისი ადგილი! უბრალოდ აუცილებლად უნდა იცოდეთ ერთი რამ:

ანტიდეპრესანტებს ახასიათებს ტრიფაზური, 3-ეტაპიანი მოქმედების დაწყების დინამიკა:

1. პირველი ეტაპი პაციენტი გრძნობს ძირითადად გვერდით მოქმედებებს:

🔸️აჟიტაცია

🔸️თავბრუსხვევა

🔸️დაღლილობა/ მთქნარება

🔸️უძილობა ან ძილიანობა

🔸️შფოთვა

🔸️მოუსვენრობა

🔸️გულისრევის შეგრძნება / ფაღარათი

🔸️გულის აჩქარება

🔸️მადის დაკარგვა / მომატება

🔸️სექსუალური დისფუნქცია (ერექციის პრობლემა, ანორგაზმია)

🔸️თავის ტკივილი

🔸️მხედველობის პრობლემები

🔸️და ასე შემდეგ

2. მეორე ეტაპი მოგემატათ ძალა, ენერგია, მაგრამ გუნება-განწყობა ჯერ კიდევ დეპრესიულია. გინდათ რაღაცების კეთება, მაგრამ კარგი არაფერი მოგდით თავში.

ფრთხილად: სუიციდის რისკი შეიძლება გაიზარდოს!

3. მესამე ეტაპი იწყება ანტიდეპრესიული მოქმედება, გუნება-განწყობა უმჯობესდება. ეს 3 ეტაპი არის ზოგადი, ფარდობითი და ასევე ძალიან ინდივიდუალური. მაგრამ მაინც კარგია ამის ცოდნა. ანტიდეპრესანტის სწორი დოზირება არის დიდი ხელოვნება, ძალიან დიდი.

და კიდევ ერთი: არასდროს არ დაამთავროთ ანტიდეპრესანტის მიღება უცბად ან თვითნებურად! აუცილებელია დოზის ნელ-ნელა, ფრთხილად შემცირება და ამ გზით ბოლოს საერთოდ შეჩერება. თუ ერთმა ანტიდეპრესანტმა არ იმუშავა, ეს არ ნიშნავს რომ სხვა არ იქნება უფრო ეფექტური!

ამის ცოდნაც და სწორი პაციენტისთვის სწორი ანტიდეპრესანტის შერჩევა ასევე დიდი ხელოვნებაა და პირდაპირ განსაზღვრავს პაციენტის ჯანმრთელობას თუ მრავალწლიან ავად ყოფნას. ნუ მომწერთ, თუ ესა თუ ის პრეპარატი როგორია. უაზრო შეკითხვაა, რადგან ბევრი ფაქტორის კონტექსტში განიხილება ასეთი კომპლექსური საკითხები“, - წერს ლევან შელეგია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„შესაძლოა გამოჩნდეს ადამიანი წარსულიდან...“ - რეტროგრადული ვენერა: ნინა ხომერიკის ასტროლოგიური პროგნოზი

⭕23 სექტემბერს შემოდგომის ბუნიობაა - რას ნიშნავს და რას აკეთებენ ხოლმე ამ დღეს, წარმატების მოსაზიდად

⭕მაკა კვიციანმა მეოთხე შვილი მონათლა - კადრები წვეულებიდან