
ალბათ, ყველა ადამიანს ერთხელ მაინც ჰქონია ძილისა და მადის პრობლემები, ჰქონია აპათია, მელანქოლია. ეს იმ ძირითადი პრობლემების ჩამონათვალია, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვნად გააუარესოს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამიტომ, გაგაცნობთ 7 სასარგებლო რჩევას, რაც ამ მდგომარეობებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.
1. ძილის რეჟიმის მოწესრიგება - ხარისხიანი ძილის რუტინა ტვინის სწორად ფუნქციონირებისა და ენერგიის აღდგენისთვის აუცილებელია. ეცადეთ ყოველ საღამოს ერთსა და იმავე დროს დაიძინოთ.
2. ბუნებაში, სუფთა ჰაერზე გასეირნება - ფეხით სიარული დადებითად მოქმედებს ენერგიულობაზე.
3. ჯანსაღი ცხოვრების წესი - დაბალანსებული კვება და თუნდაც მცირედი ფიზიკური აქტივობა განწყობას აუმჯობესებს.
4. საზოგადოებასთან ურთიერთობა - საყვარელ ადამიანებთან პრობლემებზე საუბარი ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს.
5. შრომის დაფასება - საკუთარი თავის მიმართ უნდა გამოიჩინოთ პოზიტიურობა, არ უნდა დაგავიწყდეთ საკუთარი თავის შექება.
6. არტ თერაპია - ხელოვნება, კრეატიულობა შესანიშნავი საშუალებაა სტრესის მოხსნისთვის და ემოციების გამოხატვისთვის.
7. დრო დასვენებისთვის - იოგა, მედიტაცია დაგეხმარებათ განტვირთვაში, დაგამშვიდებთ კიდეც.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕25 მარტი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა