ჟურნალისტმა თამუნა მუსერიძემ „გვანცას პოდკასტში“ ყოფილ მეუღლესთან, სანდრო მიკუჩაძესთან 12-წლიანი ურთიერთობის დასრულების შესახებ აქამდე უცნობი დეტალები გაამხილა.
მუსერიძე ამბობს, რომ ერთი თვის განმავლობაში ლეპტოპში ღიად დატოვებული Facebook-ის საშუალებით მის ყოფილ მეუღლესა და სხვა ქალის მიმოწერას ადევნებდა თვალს.
„ვისაუბრე ღიად იმიტომ, რომ ამით უკან დასაბრუნებელი ხიდი მომეჭრა. იმიტომ, რომ მე მაინც ვაპატიებდი. თან, მან ხომ არ იცოდა, რომ მე ეს ყველაფერი ვიცოდი. ჩემი „სთორიდან“ გაიგო. ჰელოუ, სანდრო, ვიცი.
ერთი თვე ვუყურებდი მიმოწერას. სახლში ვიჯექი. ჩვენ რომ ვიჩხუბეთ, ის სახლიდან იყო წასული და ამ პერიოდში დაიწყო იმ ადამიანთან ურთიერთობა, ერთ კვირაში. ლეპტოპში Facebook-ი ღიად ჰქონდა დატოვებული და ასე მქონდა ჩართული ერთი თვის განმავლობაში. რა ძალამ შემაძლებინა, რანაირად, რომ არ გავნადგურდი?! ერთი თვე ზიხარ, ამ ყველაფერს უყურებ, უსმენ ამათ ვოისებს, ამათ ფოტოებს უყურებ, ვიდეოებს უყურებ. იცი, როდის ხვდებიან ერთმანეთს, სად მიდიან. ასე ვიჯექი და ამ ყველაფერს ვუყურებდი.
ბოლოს, იცი, რა მოხდა? ბოლო წვეთი ის იყო, რომ ღამის ორ საათზე კიდევ ერთი ამბავი მოხდა. ჩემს მეგობარს მივწერე, ძალიან ცუდად ვარ-მეთქი, გამოდი-მეთქი. უკვე იმდენად მძიმე მდგომარეობაში ვიყავი, რომ ვიფიქრე, მივიდოდი იქ, ადგილზე. საბედნიეროდ, არ გამიშვეს. ვიჯექი და ვუყურებდი. მეორე დღეს „სთორი“ ჩავწერე.
ეს იყო, ალბათ, ერთადერთი შემთხვევა ჩემს ცხოვრებაში, როცა მართლა ადგილზე მოვკვდი. დედის ამბავიც კი ასე არ განმიცდია, რადგან დედა არ მიყვარდა, ხომ ხვდები?
არანაირი სიყვარული არ მქონდა მის მიმართ, არც ვიცნობდი იმ ადამიანს.
ამ დროს, შეიძლება ერთი-ორი დღე სადღაც ერთ ადგილას გავჩერდე და უბრალოდ გამოსავალი ვეძებო, მაგრამ საბოლოოდ მაინც აუცილებლად ვპოულობ მას. ყოველთვის ვახერხებ, საკუთარი თავი გამოვიყვანო იმ მძიმე მდგომარეობიდან, რომელშიც ვარ. არასდროს არავინ დამხმარებია სირთულეებიდან გამოსვლაში. სამწუხაროდ“, - აღნიშნა თამუნა მუსერიძემ.
შეგახსენებთ, რომ თამუნა მუსერიძემ სანდრო მიკუჩაძესთან დაშორების შესახებ 2026 წლის მაისში სოციალური ქსელის მეშვეობით გაამხილა. მაშინ მან აღნიშნა, რომ მათი 12-წლიანი ურთიერთობა დასრულდა, თუმცა მესამე პირი მომხდარში არ დაუდანაშაულებია.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ დუდა სანაძე – „ეს გამარჯვება თორნიკე შენგელიას ეკუთვნის“
⭕ რა იყო ქრისტეს მოსვლის მიზანი და რატომ ვერ იჯერებს ადამიანური ბუნება მაცხოვრის აღდგენას