Digest Logo

„არ ილაპარაკოთ, ისუნთქეთ ცხვირით, დიდი ხნის უწყლობის შემდეგ არავითარ შემთხვევაში არ დახარბდეთ...“ - რა უნდა ვიცოდეთ თვითგადარჩენის პროცესზე

1775220496
გარისა გარისა

☠️ გახსოვდეთ თვითგადარჩენის პროცესი სულაც არ არის სასიამოვნო და კომფორტული, ნებისმიერ არასწორ მოქმედებას შეუძლია ადამიანი მოკლას!

💧თვითგადარჩენის პირველი ნაბიჯი პრიორიტეტების განსაზღვრაა.

ადამიანის ორგანიზმი ითხოვს წყალს, საკვებს, სითბოს, თავშესაფარს თუმცა ამათგან უმნიშვნელოვანესია წყალი.

წყლის ინტენსიური კარგვა იწვევს გაუწყლოვებას, რაც შესაძლოა დაღუპვის მიზეზი გახდეს, ამიტომ სასიცოცხლოდ აუცილებელია ამ დანაკარგის აღდგენა სასმელი წყლით, ან წყლის შემცველი საკვებით.

საქართველოს ტერიტორიაზე თითქმის არ არსებობს ადგილი, სადაც 2-3 საათის სავალზე არ გვხვდება სასმელი წყალი. მიუხედავად ამისა, აუცილებელია სპეციალური ცოდნა, რაიმე საგანგებო შემთხვევისათვის, ან საქართველოს ფარგლებს გარეთ აღმოჩენისას.

⚠️ გახსოვდეთ! არ შეიძლება დაველოდოთ როდის დაგვიმთავრება სასმელი წყლის მარაგი, პირველივე შესაძლებლობისას უნდა შევავსოთ წყლის რესურსი, ასევე აუცილებელია ადგილობრივი წყაროებიდან შევსებამდე შემოვინახოთ მისი მარაგი გაუთვალისწინებელი სიტუაციისთვის.

სასმელი წყლის არქონის შემთხვევაში აუცილებელია შევამციროთ მისი კარგვა ორგანიზმიდან შემდეგი ხერხებით:

🔸️ წყალი დალიეთ პატარა ყლუპებით და დიდხანს გაიჩერეთ პირში;

🔸️ არ გადახურდეთ;

🔸️ არ მოწიოთ;

🔸️ იყავით ჩრდილში ან დაიცავით სხეული სიცხისგან;

🔸️ არ დალიოთ ალკოჰოლური სასმელი;

🔸️ არ ილაპარაკოთ, ისუნთქეთ ცხვირით. დიდი ხნის უწყლოობის შემდეგ არავითარ შემთხვევაში წყალს არ დახარბდეთ.

დაისვენეთ 10-15 წუთი, თუ არის საშუალება, დაიბანეთ ხელები, კისერი, ყელი რის შემდეგაც წყალი დალიეთ პატარა ყლუპებით. ტალახიან ან მსგავსად დაბინძურებულ წყალს ჯერ სჭირდება გაფილტვრა და შემდეგ გაუსნებოვნება.

ბუნებაში არსებობს ისეთი წარმომავლობის წყლები, რომლებიც საველე გაფილტვრას არ ექვემდებარება, ასეთ კატეგორიას მიეკუთვნებიან შემდეგი წყლები:

🔸️ დასახლებული პუნქტიდან გამომავალი;

🔸️ რომელსაც აქვს ბლანტი სტრუქტურა;

🔸️ რომელსაც აქვს სპეციფიური სუნი;

🔸️ რომელსაც აქვს რძისმაგვარი შეფერილობა.

☠️ ასევე გაფილტვრას არ ექვემდებარება ისეთი წყალსატევები და გუბურები, რომლის გარშემო არ არის მცენარეული საფარი, მის ზედაპირზე არ შეიმჩნევა მწერების აქტიურობა და ახლომახლო ცხოველის ძვლებიც ყრია, ეს ნიშნავს, რომ წყალსატევი დასნებოვნებულია.

ასევე დაგაინტერესებთ:

„არავის ჩაუშლია, გადაამოწმეთ მაინც! ტყუილებს ტირაჟირებთ!“ - გიორგი გასვიანი ანრი ჯოხაძის ავსტრიაში დაგეგმილ კონცერტზე

„ფორთოხლიდან ფორთოხლის წვენი იწურება, ყურძნიდან ყურძნის, ხოლო ადამიანისგან ის მოდის, რითაც მისი სულია სავსე!“ - აღმოსავლური ფსიქოლოგია

🎥 ბუბა ჭოღოშვილი ნანკა გვარიშვილთან დაშორების შემდეგ კვლავ შეყვარებულია - ვინ არის მსახიობის რჩეული?