Digest Logo

🎥 „არ უნდა იყოს სიშავისკენ წასული...“ - ირაკლი არაბულის რეკომენდაციები შებოლილ პროდუქტებზე

1795010411
ირაკლი არაბული

სურსათის უვნებლობის სპეციალისტმა ირაკლი არაბულმა გადაცემაში „დღის პოსტი“ შებოლილი პროდუქტების მომზადების მეთოდებსა და მასთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის რისკებზე ისაუბრა.

როგორც სპეციალისტი განმარტავს, გადაჭარბებულად შებოლილ ან სითხით დამუშავებულ პროდუქტებში საშიში ნივთიერებები წარმოიქმნება, რის გამოც მომხმარებლებმა ყიდვისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ პროდუქტის ფერს, სტრუქტურასა და სპეციფიკურ სუნს:

„ნებისმიერი შებოლილი პროდუქტი, ეს იქნება, თევზი, ყველი, მიუხედავად იმისა ტრადიციული მეთოდებით არის თუ არა შებოლილი, მთლად ჯანსაღი არ არის, მაგრამ იმ ადამიანებს, რომლებსაც უყვართ ეს პროდუქტი, არაფერ ცუდს არ გავაკეთებთ იმით, რომ მივირთვათ ცოტა რაოდენობა. სასურველია რომ ხშირად არ იყოს დღის რაციონში ასეთი პროდუქტები.

ამასთან მნიშვნელოვანია, როგორი მეთოდებით ხდება პროდუქტის შეღებვა. არსებობს, რამდენიმე სახის მეთოდით შებოლვა. ყველაზე პოპულარული არის ცხლად და ცივად შებოლვა. ასევე ბოლავენ კვამლის არომატიზატორებით და სითხით.

ცივად შებოლვის პროცესში პროდუქტის შებოლვა დაბალ ტემპერატურაზე ხდება. ასეთი შებოლილი პროდუქტი მყარ მდგომარეობაშია და მყარი სტრუქტურა აქვს. ცხლად შებოლვის შემთხვევაში ტემპერატურაც მაღალია და პროდუქტიც რბილია. ასეთ პროდუქტს მეტი შენახვის დრო აქვს, რადგან ტემპერატურაზე მუშავდება.

ასევე არსებობს სითხით შებოლვა, არ არის მოსაწონი ეს მეთოდი, რადგან იყენებენ სწრაფად შებოლვისთვის, ასევე მკვეთრი არომატისთვის. უმჯობესი იქნება მწარმოებლები გადავიდნენ ტრადიციულ მეთოდებზე.

ასევე მნიშვნელოვანია ის რომ, როდესაც შებოლილ პროდუქტებს ვყიდულობთ, არ უნდა იყოს ძალიან შებოლილი და სიშავისკენ წასული. რადგან ამ შებოლვის პროცესში წარმოიქმნება საშიში ნივთიერებები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ჯანმრთელობას. თევზის შემთხვევაში არ უნდა ჰქონდეს მას მწვანე ადგილები, არ უნდა იყოს ტენიანი. თუ შეფუთულ შებოლილ თევზს აქვს სითხე, გახსნისას აქვს მძაფრი, სპეციფიკური სუნი, ეს რა თქმა უნდა საშიშია. სუნი მნიშვნელოვან როლს თამაშობს“, - აღნიშნა ირაკლი არაბულმა.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ „მჯერა, რომ ამ გუნდს კიდევ შეუძლია მთელი საქართველოს გაერთიანება ერთი დიდი მიზნის გარშემო“ - ლევან კობიაშვილი

⭕„წლების განმავლობაში დაშორებულები ვიყავით“ – ნინი ყულეჯიშვილი სიყვარულის 6-წლიან ისტორიაზე

⭕ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელთა წარმომადგენლებსაც 2026 წლის ბოლომდე პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიახლეები და ცვლილებები ელოდება

✕