
ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი ალერგიის ნაკლებად ცნობილი სიმპტომის შესახებ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ყურის ალერგიის შესახებ აცნობს საზოგადოებას:
„ყური და ალერგია!
სურდო, მრავალჯერადი ცემინება, ყელის ქავილი ალერგიის გავრცელებული სიმპტომებია, თუმცა არსებობს კიდევ ერთი ნაკლებად ცნობილი ალერგიის სიმპტომი, რომელიც ვლინდება ყურების ქავილით და დაგუბებით.
ევსტაქის მილის ლორწოვანი გარსი, ალერგიული რეაქციის გამო, შეიძლება შეშუპდეს. ევსტაქის მილი აკავშირებს შუა ყურს ყელის უკანა ნაწილთან. ალერგიული რეაქციის გამო, შეშუპებული ლორწოვანი იწვევს: ზეწოლის და ტკივილის შეგრძნებას, სითხის დაგროვებას, ყურების დაგუბებას და ქავილს.
ალერგიული რეაქცია ასევე ზემოქმედებს სმენაზეც, კერძოდ იწვევს შუილს, ხმაურს ყურებში, რაც განპირობებულია შუაყურში დაგროვილი სითხით.
აღნიშნული ჩივილების დროს, თუ ოტორინოლარინგოლოგის (ყელ-ყურის ექიმი) მიერ გამოირიცხა ყურის ინფექციური დაავადებები, მაშინ აუცილებელია მიმართოთ ალერგოლოგს ალერგიული დაავადებების გამოსარიცხად და მიიღოთ შესაბამისი მკურნალობა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„დღეს მოერიდეთ ინტიმურ კონტაქტებს, ახალი საქმის დაწყებას და სესხის აღებას“ - მიხეილ ცაგარელი