Digest Logo

🎥 „არ გარისკოთ, რადგან არის იმის ალბათობა, რომ შეცდომებს დაუშვებთ“ - 30 მაისის ასტროპროგნოზი ნინა სუსლოვასგან

1748582667
ნინა სუსლოვა

„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა ვენერაა, უმჯობესია თავი შეიკავოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისგან. არ გარისკოთ, რადგან არის იმის ალბათობა, რომ შეცდომებს დაუშვებთ“, -  30 მაისის ასტროლოგიურ პროგნოზზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა.

ვერძი - მოგეცემათ შესაძლებლობა გადადგათ თამამი ნაბიჯები. ნაყოფიერად გამოიყენეთ დღე, მაგრამ არ გარისკოთ! იყავით წინდახედულები. 

კურო - გჭირდებათ სტაბილურობა და შინაგანი სიმშვიდე. კარგი იქნება თუ დღეს დროს საოჯახო საქმეებს დაუთმობთ.

ტყუპები - კარგი დღე იქნება თუ ინფორმაციას გააკონტროლებთ, არ დაუჯეროთ ყველაფერს, რასაც მოისმენთ. გარკვეული დრო საკუთარ თავს დაუთმეთ. 

კირჩხიბი - კარგი იქნება თუ ყურადღებას ფინანსურ საკითხებს მიაქცევთ. არ შეიძინოთ არაფერი მნიშვნელოვანი. 

ლომი - მეტი სითამამე და ამბიცია გაგიჩნდებათ. ნებისმიერი თქვენი ქმედება კარგად ნაფიქრი უნდა იყოს. ვიზუალური ცვლილებებისთვის კარგი დღეა.

ქალწული - საინტერესო დღე გელოდებათ, ენდეთ საკუთარ ინტუიციას, გულს. 

სასწორი - საინტერესო დღეა, ახალი შესაძლებლობების. კარგად დაფიქრდით სანამ ნაბიჯს გადადგამთ. 

მორიელი - წარმატებას მიაღწევთ თუ კომუნიკაციას სწორად აწარმოებთ. გჭირდებათ მეტი სიმშვიდე და სირბილე ურთიერთობაში. არ იყოთ აგრესიულები და არ წამოიწყოთ კონფლიქტი. 

მშვილდოსანი - გაიფართოებთ ცოდნას, გადადგამთ ახალ ნაბიჯებს. გაიხსენეთ ძველი ჰობი, ან იპოვეთ რაღაც ახალი. 

თხის რქა - მნიშვნელოვანია მეტი გულწრფელობა. თუ რამე პრობლემა იყო ურთიერთობაში დაგეხმარებათ დღე გამოსწორებაში. ისაუბრეთ თამამად. 

მერწყული - სხვებისგან მოსმენილ სიტყვებში თქვენთვის სასარგებლოს ნახავთ. მეტი სიმშვიდე მოგეთხოვებათ. 

თევზები - ნუ გადაიღლებით, ზედმეტი ფიზიკური აქტივობა არ არის სასურველი. გაატარეთ დღე მშვიდ გარემოში.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„აგინებ ჯაბა კანკავას, რომელსაც დედა გარდაცვლილი ჰყავს, ადამიანობასთან პრობლემები გაქვს და ვერც სწორად ხარ აღზრდილი“ - რა მოხდა გორის სტადიონზე

🎥 ვის ელოდება პირად ცხოვრებასა და კარიერაში წარმატება ივნისში - ქეთი ოდიშელის ასტროლოგიური პროგნოზი

საქართველოს სათხილამურო ფედერაცია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს - „დიდი სიყვარულით და უსაზღვრო პატივისცემით ემშვიდობება...“