Digest Logo

არსებობს თუ არა საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელების რისკები და რა უნდა გაითვალისწინონ მოქალაქეებმა? - ეპიდემიოლოგების განმარტება

1723723593
მაიმუნის ყვავილი

არსებობს თუ არა საქართველოში მაიმუნის ყვავილის გავრცელების რისკები და რა უნდა გაითვალისწინონ მოქალაქეებმა მოგზაურობის დროს? - აღნიშნული საკითხის შესახებ იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ და ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგემ მაია ზალდასტანიშვილმა ისაუბრეს.

ივანე ჩხაიძის თქმით, საქართველოს მოსახლეობას საგანგაშო და სანერვიულო არაფერი აქვს და ჯანმოს ეს გადაწყვეტილება პრევენციულია.

„მაიმუნის ყვავილი ჯერჯერობით არ გასცილებია აფრიკის ფარგლებს, ამიტომ ჯანმოს ეს გადაწყვეტილება, უფრო მეტად, პრევენციულია მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნებისთვის, ვიდრე რეალურ საშიშროებას ასახავს, თუნდაც საქართველოსთვის. ჩვენი ქვეყნისთვის ეს არის უბრალოდ ნიშანი იმისა, რომ მსოფლიოს გარკვეულ რეგიონში ასეთი სერიოზული პრობლემა გამოჩნდა.

მაიმუნის ყვავილზე საუბარი 2023 წელსაც იყო, როდესაც პირველად დაფიქსირდა მისი შემთხვევები, მაგრამ დღევანდელი პრობლემა, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, რადიკალურად არ განსხვავდება იმ მდგომარეობისგან, რომელიც იყო 2 წლის წინ. ასე რომ, აქ საგანგაშო და სანერვიულო საქართველოს მოსახლეობას ნამდვილად არაფერი არ აქვს“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგემ, ასევე, ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა სიმპტომები ახასიათებს ვირუსს.

„დამახასიათებელი სიმპტომები არის - მაღალი ცხელება და ძალიან უცნაური გამონაყარი, რომელიც ფიქსირდება ხელის გულებსა და ფეხის გულებზე. გადამდებია, ეს არის ზოონოზური ინფექცია, ძირითადად გადამდებია ცხოველებისგან და ასევე, დაბინძურებული ცხოველის, ან ადამიანის სითხე, ყველანაირი გამონაყოფი - ეს იქნება ნერწყვი, სპერმა, შარდი დაა.შ. ძირითადად, გადადის ძალიან მჭიდრო კონტაქტით. შესაძლოა შევხვდეთ ოჯახის შემთხვევებსაც, ამიტომ პირველი, რაც არის აუცილებელი, დისტანცირება და ცოტა მეტი თავდაცვა“, - აცხადებს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგე მაია ზალდასტანიშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მაიმუნის ყვავილის ვირუსის გავრცელების შესახებ მსოფლიოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა!“ - რა წერს გიორგი ფხაკაძე

⭕🎥 „ვემზადები ბოლო პროცედურისთვის...“ - გიორგი ყიფშიძე ბიშკეკიდან ვიდეომიმართვას ავრცელებს

⭕„კანონით დაგივლით...“ - ვის მიმართავს გიორგი შალვაშვილი