ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას სოციალურ ქსელში პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს.
ამჯერად იგი კივის სასარგებლო თვისებებზე საუბრობს. როგორც თავად აღნიშნავს, ძილის წინ 2 ცალი კივის მირთმევა ხანგრძლივ და ხარისხიან ძილს უწყობს ხელს.
„რა მოხდება, თუ ძილის წინ ორ ცალ კივს შეჭამთ? გამომუშავდება სერატონინი, რომელიც თავის მხრივ, მელატონინს გამოიმუშავებს, რაც ხელს უწყობს ხარისხიან ძილს. და ამასთან, როცა კარგად გძინავთ, მეორე დღეს კარგია კუჭის მოქმედება, ოქსიდური სტრესი მცირდება, ტვინის ფუნქციები მეორე დღეს გაზრდილია“, - ამბობს ვიდეოში არუნ ხათრი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ჩემი ცელქი ბაჭია“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი შვილის უსაყვარლეს კადრებს აქვეყნებს
⭕„ეს კითხვები დაგეხმარება, რომ მიხვდე სად ხარ, ვისთან ხარ, როგორ ხარ და რისთვის“ - რას წერს ფსიქოლოგი