Digest Logo

🎥 „ასეთი სუნელი არ უნდა გამოიყენოთ“ - როგორ შევინახოთ სუნელები ისე, რომ ჩვენი ჯანმრთელობისთვის საშიში არ იყოს, სურსათის უვნებლობის სპეციალისტის გაფრთხილება!

1757784998
ირაკლი არაბულია

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას სასარგებლო ინფორმაციას სუნელების შენახვის შესახებ. 

იგი გვასწავლის სუნელების შენახვისთვის საჭირო რჩევებს, ისე რომ ჩვენი ჯანმრთელობისთვის საშიში არ იყოს. 

„ისევე, როგორც სხვა პროდუქტებს, სუნელებსაც განსაკუთრებული შენახვა სჭირდება, რადგან მისი ფიზიკური, ქიმიური თუ ბიოლოგიური მაჩვენებელი არ გაუარესდეს. ამიტომ, საჭიროა, ისე შევინახოთ, რომ პროდუქტის დაბინძურება არ გამოვიწვიოთ, არ მოხვდეს შიგნით ნესტი, სხვადასხვა მწერი ან სხვა დამაბინძურებელი. ამისთვის რამდენიმე ხერხი არსებობს:

პირველი - შეგვიძლია, სუნელები შეფუთვებში, კონტეინერებში გადმოვიტანოთ, დავაწეროთ დასახელება, ვადა და დახურულ მდგომარეობაში, მზის სხივებისაგან დაცულ ადგილას შევინახოთ.


მაგრამ, თუ ჩვენ ისეთი შეფუთვით გვაქვს სუნელები, რომელიც მის ხანგრძლივ შენახვას უზრუნველყოფს, ჯობს, თავისივე შეფუთვით შევინახოთ. ამ შემთხვევაში, პროდუქტს თავისი ვადა გააჩნია, რომელიც პროდუქტს ვაკუუმით ინახავს და დიდხანს შეინახება. გარდა ამისა, პროდუქტის ვადის ნახვასა და გაკონტროლებას შევძლებთ.

თუ პატარა კონტეინერებში ვინახავთ სუნელს და ვნახავთ, რომ ერთმანეთზე შეწებებულია, ან სუნი, გემო აღარ აქვს, ასეთი პროდუქტი აღარ გამოვიყენოთ, რადგან აქ უკვე სინესტე ან სხვა დამაბინძურებელია მოხვედრილი, რამაც პროდუქტის გაფუჭება გამოიწვია,“ - ამბობს ირაკლი არაბული.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Irakli arabuli (@irakliarabuli)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „24 კვირის“ - ორსული ნუკი კოშკელიშვილი შინდისფერ ორეულში პოზირებს

⭕შორენა ბეგაშვილი რჩეულთან ერთად ისვენებს - რა კადრებს აქვეყნებს მოდელი

🎥 „დილა მშვიდობისა დედამიწა!“ - გიორგი კეკელიძე შვილის ვიდეოს აქვეყნებს