Digest Logo

„ეცვა პროტოკოლით გათვალისწინებული ჯავშანი, შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამან იხსნა მისი სიცოცხლე“ - როგორია დაჭრილი სპეცრაზმელის ჯანმრთელობის მდგომარეობა

1762347266
დაჭრილი სპეცრაზმელი

სპეცოპერაციის დროს, სოფელ კაბალში დაჭრილი სპეცრაზმელი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. სამართალდამცველს გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

თსსუს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი, ლევან რატიანი აცხადებს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„პაციენტის ზოგადი მდგომარეობა შემოყვანისას იყო მძიმე. ცეცხლსასროლი ჭრილობა მიყენებულია გულ-მკერდის მარცხენა ნახევარში. ეს არის არე, სადაც არის მოთავსებული გული და აორტა. სწორედ ამ ტოპოგრაფიულ არეში იყო ჭრილობა მიყენებული. საბედნიეროდ, პაციენტი გადარჩა, ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პიროვნებას ეცვა ის პროტოკოლით გათვალისწინებული ჯავშანი, მაინც იქნა მიღებული ტრავმა თავისი სიმძიმიდან, ტრაექტორიიდან გამომდინარე. შეიძლება ითქვას“, - ამბობს ლევან რატიანი. 

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი სამედიცინო დაწესებულებაში შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ მოინახულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირმა, რომელიც მოსამართლის განჩინების საფუძველზე უნდა დაეკავებინათ, ცეცხლი გაუხსნა სპეცრაზმს და ერთ-ერთი მათგანი მძიმედ დაჭრა.

52 წლის მირზა ალიევი საპასუხო ცეცხლის შედეგად მოკლეს. დღეს ცნობილი გახდა, რომ ხუთ სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციამ 34 პირი დააკავა. საუბარია ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის, მხარდაჭერის და მიმართვის ფაქტებზე.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ცნობილია სად და როდის დაკრძალავენ მეუფე სერაფიმე ჯოჯუას - „ვუსამძიმრებთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია მეუფის ხსოვნა“

„როცა სული უნდა გათავისუფლდეს ძველი პროგრამებიდან, ცხოვრება გაგაშიშვლებს მატერიალურად რომ დაინახო, საიდან იწყება ნამდვილი ბარაქა“ - რას წერს ქეთევან ჯანდიერი

„შეცვალეთ თქვენი დამოკიდებულება წარუმატებლობის მიმართ -„ყველაფერი ან არაფერი“ მენტალიტეტი გრძელვადიანი წარმატების მთავარი მტერია“ - ნატა გაგუა