ტელეჟურნალისტი სალომე გოგიაშვილი სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურია. 4 შვილის დედა, დიდი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე, თავის მიმდევრებს ხშირად უზიარებს საკუთარ შეხედულებებს – ჩაცმაზე, თავის მოვლაზე, იდეალურ სხეულსა და ბევრ საჭირბოროტო საკითხზე. როგორც თავად აღნიშნავს, გამომწერებს მისი სჯერათ და ყოველთვის ენდობიან.
სალომემ ამჯერად გამომწერებს ახალი ფოტოები გაუზიარა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა:
„ძალიან კარგი აურა მოდის ამ გოგოსგან“.
„უმშვენიერესი ხარ, სალო“.
„უფრო და უფრო ლამაზდები, იხვეწები და მშვენიერდები“, - წერენ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ტელეჟურნალისტი სალომე გოგიაშვილი ცოტა ხნის წინ მეუღლეს ვახო ნიკოლაიშვილს დაშორდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: