
ტემპერატურის ცვლილება, მზის პირველი აქტიური სხივები და ალერგიები - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „იმედის დილა“ სტუმარმა, დერმატოლოგმა ნინო ცხოვრებაშვილმა ისაუბრა და საზოგადოებას რეკომენდაციები გაუზიარა.
როგორც ექიმმა აღნიშნა, გაზაფხული და ამინდის დათბობა კანისთვის მართლაც მნიშვნელოვანი პერიოდია, რადგან ბუნების გაღვიძებასთან ერთად ადამიანის ორგანიზმში ჰორმონალურ დონეზე, არაერთი ცვლილება მიმდინარეობს.
რა უნდა გავითვალისწინოთ და როგორ მოვუაროთ კანს ცივი ზამთრის შემდეგ?
„ყველა ცოცხალი ორგანიზმი იღვიძებს ბუნების გაღვიძებასთან ერთად ასევეა ადამიანშიც, ჰორმონების აფეთქებაც კია. იმდენი ჰორმონი იღვიძებს ორგანიზმში, რომ შეიძლება ჯანმრთელი ორგანიზმიც კი ვერ გაუმკლავდეს.
ეს ჰორმონებია: კორტიზოლი - სტრესის ჰორმონი, სეროტონინი - ბედნიერების ჰორმონი და სხვა. წარმოიდგინეთ რა ქარიშხალია ორგანიზმში. ეს ყველაფერი კი აისახება სახის კანზე, როგორ უნდა მოვიქცეთ?
პირველი - პროფესიული წმენდა აუცილებელია, რომ გათავისუფლდეს კანი მკვდარი უჯრედებისგან. ამას სახლში ვერანაირად ვერ გაიკეთებს პაციენტი. რომელიც შედგება 5, 6 ეტაპისგან და მასში შედის სხვადასხვა სახის პილინგი. კანი ორგანოა და უნდა ისუნთქოს კანმა, ზამთარში კი ნაკლებად ვართ გარეთ. აუცილებელია სახის დატენიანება, მაგრამ ღრმა დატენიანების შემთხვევაში აუცილებელია მცირე ინვაზიური პროცედურების ჩატარება, იგივე მეზოთერაპია, ბუსტერი და ბოტულინოთერაპია, რომელიც სპაზმს ხსნის იმ ზონაში, სადაც ხდება ინექცია“,- განაცხადა დერმატოლოგმა.
ვრცლად ნახეთ ვიდეო: