Digest Logo

„ვფიქრობ, როცა PSG-მ დამირეკა, ჩემი მეუღლე ყველაზე ბედნიერი ადამიანი იყო მსოფლიოში“ - ხვიჩა კვარაცხელია

1773294306
ხვიცა კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც პარიზული კლუბის საკვანძო მოთამაშეა, ვრცლად ისაუბრა გამოცემა Le Parisien-თან ინტერვიუში. მან განიხილა მარადონასთან შედარებები, „ნაპოლიში“ გატარებული პერიოდი და მისი გამოცდილება საფრანგეთის დედაქალაქში.

გთავაზობთ ამონარიდის ინტერვიუდან, სადაც იგი პარიზის ტრანსფერზე საუბრობს.

„მიყვარს ეს ქალაქი, ყველაფერი მომწონს აქ. რაც უფრო მეტს ვფიქრობ, მით მეტად ვაფასებ იმას, რომ ხალხი ძალიან პატივისცემით გამოირჩევა. როცა გარეთ გადიხარ, ზედმეტად არ გაწუხებენ. მაგალითად, რესტორნებში, ფოტოს გადაღებამდე ნებართვას გეკითხებიან. ეს ძალიან მომწონს. საუკეთესო ქალაქია მეუღლესთან ერთად სასეირნოდ.

იყო თუ არა PSG-ში  გადასვლა ოცნება? რა თქმა უნდა, ეს ოცნებაა. სწორედ მაშინ, როდესაც PSG დამიკავშირდა, მივხვდი, რომ მსოფლიო დონის მოთამაშე გავხდი.

ვფიქრობ, როცა PSG-მ დამირეკა, ჩემი მეუღლე ყველაზე ბედნიერი ადამიანი იყო მსოფლიოში“, - ამბობს ხვიჩა. 

კვარაცხელიას სურვილი, პარიზში აღმოჩენილიყო, მოულოდნელი არ ყოფილა; მისი გარემოცვის გავლენა ყოველთვის საგრძნობი იყო. ეს ფეხბურთელისა და მისი მეუღლის საერთო ოცნება იყო, თუმცა ამ შანსის გამოყენება მარტივი არ გახლდათ კლუბში, სადაც ადგილები უკვე დაკავებული ჩანდა. 

„სანამ კლუბი დამიკავშირდებოდა, ნიცა სულ მეუბნებოდა: „წარმოიდგინე, ერთ დღესაც PSG-ში რომ ითამაშო, იქ ცხოვრება დაუჯერებელი იქნებაო...“

სხვა ვარიანტები და შემოთავაზებებიც მქონდა, მაგრამ იმ გზამ, თუ როგორ წარმომიდგინეს პროექტი მწვრთნელმა და სპორტულმა დირექტორმა, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. არ მიყოყმანია, ჩემს აგენტს უბრალოდ ვუთხარი, რომ PSG-ში გადასვლა მინდოდა“, - ჰყვება ხვიჩა კვარაცხელია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 12 მარტს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

⭕„არ გაღიზიანდეთ წვრილმანებზე, შეეცადეთ თავი აარიდოთ ყოველგვარ კონფლიქტს“ - 12 მარტის მეტაფიზიკური პროგნოზი

წყარო: marao.ge