„აუზის წყალი ყველაზე საშიშია ბავშვისთვის, ბევრად უფრო მეტად რისკის შემცველია“, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი პროფესორი ივანე ჩხაიძე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ საუბრობს.
მის თქმით, აუზში ჩასვლის წინ აუცილებელია წყლის გადავლება.
„ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც დიარეა აქვს და დიარეის დასრულებიდან მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში, ის გადამდებია სხვებისთვის, რაც არ უნდა კარგად გრძნობდეთ თავს. ყველა ადამიანი ვინც აუზში არის, შეიძლება იყოს რისკის ქვეშ, რომ გადაედებათ დიარეა.
ასევე მნიშვნელოვანია აუზში ჩასვლის წინ შხაპის მიღება.
მდინარე მოძრავია, ზღვაც გაცილებით დიდია და იქ ნაწლავური ინფექციების საფრთხეები ნაკლებად არის“, - ამბობს ივანე ჩხაიძე.
ნახეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესეთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 7 ივლისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
⭕7/7-ის ენერგეტიკული პორტალი იხსნება! - მანიფესტაციის რიტუალი, რომელიც ამ დღეს უნდა ჩაატაროთ