Digest Logo

🎥 ავარიისას როდის გვაქვს მანქანის გადაადგილების უფლება და რა ითვლება კანონდარღვევად? - იურისტის განმარტება

1780910579
თამარ კერძაია

მძღოლების უფლებები ავტოავარიის დროს: რა ხდება მაშინ, თუ ავარია ორივე მძღოლის ბრალეულობითაა გამოწვეული - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“, სამართლის ასოცირებულმა პროფესორმა, თამარ კერძაიამ ისაუბრა:

„ძირითად შემთხვევაში მძღოლებს ვალდებულება აქვთ არ გადაადგილონ მანქანები და დაელოდონ საპატრულო პოლიციას. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც მძღოლები თანხმდებიან, შეადგენენ სქემას. შეთანხმდებიან და ამ სქემას წარადგენენ პატრულთან. ძალიან ხშირად არის ისეთი შემთხვევები, როცა მნიშვნელოვანი მომენტების დროს არ გვაქვს იმის ენერგია, რომ ფორმალურ საკითხებს დრო დავუთმოთ, პოულობენ ასეთ გამოსავალს - თუ ადამიანი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავდა, კანონი გვეუბნება: იმ შემთხვევაში თუ სასწრაფოს აგვიანდება, აუცილებელია ვინმე გამყოლ მძღოლს გავაყოლოთ პაციენტი. 

როდესაც ხდება ავტოსაგზაო შემთხვევა და მძღოლი გვეუბნება, რომ „არ დავუძახოთ პატრულს“, „მე გაგიკეთებ და ა.შ.“ ეს არის ადმინისტრაციული კანონდარღვევა. არაფერ კავშირში არ არის ზიანის ანაზღაურებასთან.

დაზარალებულ მძღოლს ყოველთვის რჩება უფლება მოითხოვოს ანაზღაურება სასამართლოს გზით“, - აღნიშნა თამარ კერძაიამ.

ვრცლად, იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 იუპიტერისა და ვენერას შეერთება 9 ივნისს: იღბლისა და სიყვარულის განსაკუთრებული დღე - გიორგი ლობჯანიძის ასტროპროგნოზი

⭕ ტრაგედია ჩოხატაურში - 5 შვილის მამა იმ დროს დაიღუპა, როცა მდინარეში შვილის გადარჩენას ცდილობდა

⭕ დღეიდან, 8 ივნისიდან პეტრე-პავლობის მარხვა იწყება