Digest Logo

B12 და თმის გათხელების დამალული მიზეზი - არუნ ხათრის რეკომენდაციები

1773726105
არუნ ხათრი

ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას სოციალურ ქსელში პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს.

ამჯერად, არუნ ხათრი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც B12-სა და თმის ცვენის მიზეზებზე საუბრობს:

„თუ თმა გითხელდებათ, თუ მუდმივად დაღლილობას გრძნობთ, თუ მეხსიერება გაგიუარესდათ თუ ხელებსა და ფეხებში ჩხვლეტას გრძნობთ, აუცილებლად შეამოწმეთ ვიტამინი B12.

რატომ იკლებს B12:

• ვეგეტარიანული ან ვეგანური კვება

• კუჭის მჟავიანობის დაქვეითება

• ნაწლავების პრობლემები

• 40 წლის შემდეგ შეწოვა მცირდება

• დიაბეტის წამლები მაგალითად მეტფორმინი

• ხანგრძლივად ანტაციდების მიღება

• სტრესი, რომელიც აზიანებს მონელებას.

B12 მხოლოდ ვიტამინი არ არის, ის ქმნის სისხლის წითელ უჯრედებს, ის ატარებს ჟანგბადს თმის ფოლიკულებამდე. ჟანგბადის გარეშე თმა სუსტდება და თხელდება. თუ B12 დაბალია თმის ფოლიკულები შიმშილობს თმის ცვენა მატულობს.

ადრეული გაჭაღარავებაც შეიძლება განვითარდეს.

როგორ შეინარჩუნონ ვეგეტარიანელებმა B12:

მცენარეული საკვები აქტიურ B12-ს არ შეიცავს ვეგეტარიანელებმა უნდა

• რეგულარულად მიიღონ B12 დანამატი

• გამოიყენონ გამდიდრებული საკვები

• იზრუნონ კუჭის მჟავიანობაზე

• მოერიდონ უსაფუძვლო ანტაციდებს

• შეინარჩუნონ ნაწლავების ჯანმრთელობა.

საუკეთესო ფორმა მეთილკობალამინი:

იდეალური დონე - არა ლაბორატორიის მინიმალური ნორმა.

მიზნად დაისახეთ 500 pg/ml-ზე მეტი ძლიერი ნერვებისა და თმისთვის რას უნდა მიაქციოთ ყურადღება თუ თმა გითხელდებათ გენეტიკამდე ნუ დააბრალებთ სანამ ეს არ შეამოწმეთ

• B12 დონე

• ფერიტინი რკინის მარაგი

• ვიტამინი D

• ფარისებრი ჯირკვალი

• ცილის მიღება

• ქრონიკული სტრესი

• სისხლში შაქრის მკვეთრი მატება“, - წერს არუნ ხათრი. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

რა არის რეკომენდებული და რისგან ჯობს თავის შეკავება? - თაკო მელიქიშვილი 17 მარტის ასტროლოგიურ ენერგიებზე

„ტანსაცმელი, რომელიც გეცვათ, მაშინვე გაიხადეთ და გარეცხეთ, ნუ დატოვებთ მას ოთახში...“ - ქცევის წესები სასაფლაოზე 

ცნობილი სახეები, დახვეწილი კაბა და ტორტი - როგორ აღნიშნა მარიტა მელიქიშვილმა დაბადების დღე