Digest Logo

ბავშვის მოვალეობა არ არის, დაიმსახუროს მშობლების სიყვარული - წაიკითხეთ ეს კიდევ ერთხელ

1791661189
აუტისტი ბავშვი

ბავშვებს არ უნდა უწევდეთ იდეალურად მოქცევა, მუდამ სიჩუმის შენარჩუნება, კარგი ნიშნების მიღება ან „მოსახერხებელ“ შვილებად ქცევა მხოლოდ იმისთვის, რომ საყვარელ ადამიანებად იგრძნონ თავი.

სიყვარული არ არის ჯილდო, ის არ არის პრიზი კარგი ქცევისთვის, ის არ არის რაღაც ისეთი, რასაც ისინი უნდა იმსახურებდნენ.

ბავშვის ერთადერთი საქმეა, გაიზარდოს, ისწავლოს, დაუშვას შეცდომები და აღმოაჩინოს, თუ ვინ არის სინამდვილეში.

მშობლის პასუხისმგებლობაა - უყვარდეს თანმიმდევრულად, ძლიერად და უპირობოდ.

როდესაც ბავშვები გრძნობენ, რომ სიყვარული უნდა დაიმსახურონ, მათში შფოთვა იზრდება ...

იწყებენ ყოველთვის გარკვეული როლის თამაშს...

ყოველთვის ცდილობენ, იყვნენ საკმარისად კარგები, მაგრამ როდესაც მათ იციან, რომ სიყვარული უსაფრთხოა - შეცდომების დაშვების შემდეგაც კი, ისინი თავდაჯერებულები იზრდებიან.

იზრდებიან მამაცები, იზრდებიან სრულფასოვან პიროვნებებად.

ჩვენს შვილებს არასდროს არ უნდა უწევდეთ ჩვენი სიყვარულის მისაღებად ხელის გაწვდენა.

ჩვენი სიყვარული თავისთავად მათკენ უნდა იყოს გაწვდილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ერთი სურვილით ნაკლები საახალწლო სურვილების სიაში“ - ნუცა სურგულაძე საცურაო კოსტიუმში პოზირებს

⭕„ტანჯვა, სულიერი კრიზისი და სასოწარკვეთილი მცდელობა...“ - რა იმალება ანორექსიის უკან? ფსიქოლოგის განმარტება

⭕თბილისში, „დელტას“ ქარხანაში ხანძარია

✕