
ფსიქოლოგი მარიამ დავითინიძე გადაცემაში „დღის პოსტი“ სტუმრად იმყოფებოდა, სადაც მშობლების მიერ მოსწავლეების სწავლის პროცესში ჩართულობის მნიშვნელობაზე საუბრობს.
მისი თქმით, მასწავლებელი და მშობელი ერთმანეთის თანამოაზრეები უნდა იყვნენ, რადგან ბავშვის სწავლისადმი დამოკიდებულება სწორედ მათი ერთიანი მიდგომით ყალიბდება.
„თუ ჩვენთვის განათლება და განვითარება მხოლოდ ათიანებია, კონკრეტული უნივერსიტეტი ან მიღწეული შედეგები, და თუ მე ვარ მშობელი, რომელიც ბავშვის მაგივრად იღებს გადაწყვეტილებებს, ბუნებრივია, ვსტრესავთ როგორც საკუთარ თავს, ისე ბავშვს.
მთავარია, როგორ მიუდგები ბავშვს, რომ მან თავად ისწავლოს საკუთარ თავზე მუშაობა და გახდეს განვითარებაზე ორიენტირებული.
აუცილებელია, რომ ბავშვი ვამეცადინოთ. მშობლის ჩართულობის გარეშე ვერც ერთი პედაგოგი შთააგონებს ბავშვს - „იმეცადინეო“.
ყველამ უნდა აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა. არ შეიძლება, საყვედურებით მივუდგეთ ბავშვს. ყველაზე სწორი თავისუფლება ბავშვისთვის ემყარება სწორად მიცემულ რჩევასა და მხარდაჭერას“,- ჰყვება ფსიქოლოგი.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: