დილა-საღამოს ლოცვებთან დაკავშირებით ბერი პეტრე საჭირო ინფორმაციას გვიზიარებს.
როგორც პოსტში ვკითხულობთ ამ ლოცვების წაკითხვა მორწმუნე ადამიანებისთვის საჭიროა.
„დ ი ლ ა - ს ა ღ მ ო ს - ლოცვებთან დაკავშირებით .
დღესდღეობით ბევრი ადამიანი გვეუბნება, მოძღვარო იცი რა სამსახურის გამო, დროის სიმცირის გამო და ასე შემდეგ ვერ მიხერხდება დილა - საღამოს ლოცვების სრულად წაკითხვა და მოკლე ლოცვებს ვკითხულობ ან წავიკითხავ, გვესმის კი რამხელა პასუხისმგებლობას და სიყვარულს ვდებთ გვერდზე ჩვენი სიზარმაციდან გამომდინარე?
სადაც ვტოვებთ ჩვენი ძვირფასი ადამიანების ცოცხლების, ნათლულების, მშობლების, მეგობრების, მტრების, ჩვენს მიმართ სიკეთით განწყობილი აგრეთვე ჩვენი დიდი წინაპრების, ჩვენი მიცვალებულების და სხვა მრავალ ადამიანთა მოხსენიებისაგან თავებს.
არადა შეიძლება, როგორ სჭირდებათ მათ იმ დღეს იმ წამს ჩვენი ლოცვითი შეწევნა, დავფიქრდეთ გავიაზროთ და შეუდგეთ სიყვარულით ამ დიდ საქმეს რომელიც ღმერთმა გვიწყალობა და მოგვცა უნარი და შესაძლებლობა ლოცვისა, სულ რაღაც 15 წუთი ანდაც ცოტა მეტი როგორც მათი სიცოცხლისათვის ასევე მათი სულებისადმი ზრუნვა, ღმერთი შეგვეწიოს ამ დიდ და კეთილ საქმეში, ამინ“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ჯანეტ ქერდიყოშვილი ტელეკომპანია „იმედზე“ ახალ გადაცემას წაიყვანს - ნახეთ, შვილების რეაქცია