
საშარდე გზების ინფექცია და შარდის შეუკავებლობა - რატომ აწუხებთ ეს პრობლემა უმეტესად ქალებს?
საქართველოში ერთ-ერთმა უძლიერესმა უროლოგმა და ანდროლოგმა, მედიცინის დოქტორმა ალექსანდრე ხელაიამ, აღნიშნული პრობლემის სიმრავლიდან და მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, მისი საექიმო საქმიანობის პარალელურად, სადაც დღეში არაერთ პაციენტს იღებს, სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ ჯგუფი სახელწოდებით „ქალბატონებზე ზრუნვა“ შექმნა მათთვის, ვისაც აღნიშნული პრობლემა დაატყდა თავს. ჯგუფი საჯაროა და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია მასში გაწევრიანდეს და მიიღოს კომპეტენტური ინფორმაცია, ამ საკმაოდ უსიამოვნო დაავადებაზე.
ჯგუფში, სადაც უკვე 37,3 ათასი ადამიანია გაწევრიანებული, ბატონი ალეკო ხელაია პერიოდულად უზიარებს ქალბატონებს რეკომენდაციებს და პირადად ჩართულია ყველა პაციენტის მკურნალობის მიმდინარეობაში, ამასთან ჯგუფის ახალ წევრებს და დაინტერესებულ პირებს უფასო კონსულტაციასაც უწევს.
ამ ეტაპზე, ჯგუფში საინტერესო ლექციის ციკლი დაიწყო სახელწოდებით „საზაფხულო სკოლა“, რაც მოიცავს სამ ლექციას:
⭕ საშარდე გზების ინფექციის დაწყების სათავეები
⭕ ცისტიტი
⭕ შარდის შეუკავებლობა
ლექციას, ჯგუფში პირდაპირი ეთერის რეჟიმში ატარებს უროლოგი ალეკო ხელაია - პროექტის მიზანი, როგორც მედიკოსი აღნიშნავს, ქალბატონებში უროლოგიური პრობლემების მიმართ ცნობიერების ამაღლება და ცისტიტის, ამ მეტად გავრცელებული უსიამოვნო დაავადების დამარცხებასთან ერთად მისი, ადრეულ ეტაპზე პრევენცია წარმოადგენს.
ორი ლექციის ჩანაწერი უკვე დევს ჯგუფში და ამ ეტაპზე გთავაზობთ ლექციას მეორე თემაზე - „ცისტიტი“
„დღევანდელი თემა ეხება საკითხს, თუ როგორ გარდაიქმნება საშარდე გზების ინფექცია ქრონიკულ ცისტიტად? - 7 მილიონი მიმართვიანობაა აშშ-ში, 150 მილიონი მთლიანად დედამიწაზე, რაც სტატისტიკურად დადასტურებულია.
წარმოუდგენელია, ჩვენს ქვეყანაში რამდენი შემთხვევაა, მაგრამ ჩემ პრაქტიკაში ყოველი მე-5 პაციენტი მორეციდივე (რეციდივი - განმეორებითი რედ.შენიშვნა) საშარდე გზების ინფექციით ან ქრონიკული ცისტიტით არის. პრაქტიკულად არ მინახავს ქალბატონი, რომელსაც აქვს პირველი მწვავე ეპიზოდი საშარდე გზების ინფექციისა.
ჩემმა გამოცდილებამ მაჩვენა, რომ ქალბატონი, რომელიც იგვიანებს ვიზიტს, ვერ იტარებს სათანადო მკურნალობას ანთების პირველივე სათავეების შემთხვევაში, განაპირობებს იმას, რომ მას ეწყება ქრონიკული ცისტიტი.
სამწუხაროდ, ბევრი ჩემი კოლეგა არ მიჯნავს ერთმანეთისგან იმას, თუ რა არის საშარდე გზების ინფექცია და ცისტიტი. ჩემთვის ეს კატეგორიულად სულ სხვა რამე არის. საშარდე გზების ინფექციის დრო, ჩვენ შარდში გვაქვს ცვლილებები და გამომწვევი ბაქტერია. ხოლო ქრონიკული ცისტიტის დროს, სამწუხაროდ არანაირი ბაქტერია არ არის და შარდი აბსოლუტურად ცვლილებების გარეშეა. ქალი პირისპირ არის ჩივილების წინაშე და სამწუხაროდ ასეთი ფაქტის წინაშე ვდგებით, რომ უროლოგი, გინეკოლოგი, ოჯახის ექიმი - ყველა მზად არის ნებისმიერი პაციენტი მიიღოს. მე კიდევ ვცდილობ პაციენტები მაქსიმალურად შერჩევით მივიღო, რადგან არის სფეროები, სადაც მე ვერ ჩავთვლი თავს ექსპერტად. ამიტომ არის, რომ ვითხოვ პაციენტისგან, როდესაც ჩემთან ვიზიტზე მოისწრაფვის მაცნობოს თავისი ჩივილები. ყველა, ყველას იღებს და შარდის ანალიზით საზღვრავს, რომ აღნიშნულ ქალბატონს არანაირი ცვლილებები არ აქვს შარდში და ის თვლის, რომ იგი არ არის უროლოგიური პაციენტი - ამისამართებს გინეკოლოგთან, იგი ამისამართებს კიდევ სხვასთან, იქ იწყება მცირე მენჯის „კატე“ კვლევა (კომპიუტერული ტომოგრაფია რედ. შენიშვნა). იწყება „მრტ“ კვლევა (მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია რედ.შენიშვნა) ფსიქოლოგებთან ვიზიტი და სხვა. „გეჩვენება“, „გელანდება“ და არ სრულდება ქალების ტანჯვა. ამის შემდეგ ცისტიტით „გაწამებული“ ქალი დებს პოსტს, სადღაც ჯგუფში და ის იღებს 666 ჯოჯოხეთურ რჩევას. როგორი ფანტაზიის უნარი უნდა გქონდეს, რომ რაღაცა დასკვნა გამოიტანო - ბოდიში, მაგრამ ეს არის რეალობა. ჩვენი „საზაფხულო სკოლის“ მიზანი, არის რომ ასეთი უაზრო სვლები მორჩეს“,- ამბობს ალეკო ხელაია ვიდეო ლექციაში.
მედიკოსის თქმით: ერთხელ საშარდე გზების ინფექცია ყოველი მეორე ქალისთვის სტატისტიკურად მისაღებია, შესაძლებელია მეორეჯერ განმეორდეს, მაგრამ მე-3 ჯერ განმეორდა საშარდე გზების ინფექცია - ე.ი. რაღაც მექანიზმი ჩაერთო, რაც უკვე საყურადღებო და მოსაგვარებელია.
უფრო ვრცლად, მოისმინეთ ლექცია და გაწევრიანდით ჯგუფში „ქალბატონებზე ზრუნვა“, რომლის ფოტო ვიდეოს ქვევით მოცემულია.
ამავე თემაზე: