
საშარდე გზების ინფექცია და შარდის შეუკავებლობა - რატომ აწუხებთ ეს პრობლემა უმეტესად ქალებს?
საქართველოში ერთ-ერთმა უძლიერესმა უროლოგმა და ანდროლოგმა, მედიცინის დოქტორმა ალექსანდრე ხელაიამ, აღნიშნული პრობლემის სიმრავლიდან და მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, მისი საექიმო საქმიანობის პარალელურად, სადაც დღეში არაერთ პაციენტს იღებს, სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ ჯგუფი სახელწოდებით „ქალბატონებზე ზრუნვა“ შექმნა მათთვის, ვისაც აღნიშნული პრობლემა დაატყდა თავს. ჯგუფი საჯაროა და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია მასში გაწევრიანდეს და მიიღოს კომპეტენტური ინფორმაცია, ამ საკმაოდ უსიამოვნო დაავადებაზე.
ჯგუფში, სადაც უკვე 37,3 ათასი ადამიანია გაწევრიანებული, ბატონი ალეკო ხელაია პერიოდულად უზიარებს ქალბატონებს რეკომენდაციებს და პირადად ჩართულია ყველა პაციენტის მკურნალობის მიმდინარეობაში, ამასთან ჯგუფის ახალ წევრებს და დაინტერესებულ პირებს უფასო კონსულტაციასაც უწევს.
ამ ეტაპზე, ჯგუფში საინტერესო ლექციის ციკლი დაიწყო სახელწოდებით „საზაფხულო სკოლა“, რაც მოიცავს სამ ლექციას:
⭕ საშარდე გზების ინფექციის დაწყების სათავეები
⭕ ცისტიტი
⭕ შარდის შეუკავებლობა
ლექციას, ჯგუფში პირდაპირი ეთერის რეჟიმში ატარებს უროლოგი ალეკო ხელაია - პროექტის მიზანი, როგორც მედიკოსი აღნიშნავს, ქალბატონებში უროლოგიური პრობლემების მიმართ ცნობიერების ამაღლება და ცისტიტის, ამ მეტად გავრცელებული უსიამოვნო დაავადების დამარცხებასთან ერთად მისი, ადრეულ ეტაპზე პრევენცია წარმოადგენს.
ორი ლექციის ჩანაწერი უკვე დევს ჯგუფში და ამ ეტაპზე გთავაზობთ ლექციას პირველ თემაზე - „საშარდე გზების ინფექციის დაწყების სათავეები“.
„რა არის საშარდე გზების ინფექცია და მისი დაწყების სათავეები? სტატისტიკურად, რაც ვიცით საშარდე გზების ინფექციების ნომერ პირველი 85-90% -ში დამნაშავე ბაქტერიებია და ესაა ნაწლავის ჩხირი, რაც სათავეს იღებს ნაწლავში, ნაწლავშია მათი რეზერვუარი. ვიდრე ისინი (ბაქტერიები) საშარდე გზებში მოხვდებიან, მათ აქვთ გასავლელი მთელი რიგი ევოლუციური გზა და განიცდიან მუტაციებს, იძენენ გენს და მიგრაციისთვის ანუ მგზავრობისთვის აუცილებელი გენი, რომელიც განაპირობებს სპეციალური საცეცეების წარმოქმნას ახერხებენ, რაც საშუალებას აძლევს მათ მიემაგრონ ლორწოს ან კანის ზედაპირს, რითაც ახერხებენ ამ რთულ გადაადგილებას. ამასთან ისინი იძენენ თვისებას, რომ იცხოვრონ შარდში. ანუ, ცისტიტის სათავეები არის:
⭕ ნაწლავი ⭕ საშოს ფლორა ⭕ შარდის ბუშტი.
საშარდე გზების ინფექციის კიდევ ერთი რისკფატორია - კლიმაქტერული ფაქტორი.
გართულებული ცისტიტის უკვე აღმავალი ანთებაა, როდესაც ის თირკმელებზე გადადის და ვეძახით მას პიელონეფრიტს - როდესაც აუცილებლად გვაქვს, ტემპერატურა, წელის ტკივილი.
როდის იწყებს კლინიკურ გამოვლინებას საშარდე გზების ინფექცია? - შესაძლებელია სრულიად ახალგაზრდა გოგონაშიც, მოწმენდილ ცაზე მოგვცეს შემცივნება და ტემპერატურის მატება. კოლეგებთან არ მინდა ცუდად გამომივიდეს, მაგრამ დაავადების სათავეებამდე ვერავინ და არავინ მიდის, რითაც პრობლემას ვაძლევთ საშუალებას ქრონიზაციისკენ. ანუ ნაწლავის პრობლემაზე არავინ ისაუბრა“,- ამბობს ალეკო ხელაია ვიდეო ლექციაში.
უფრო ვრცლად, მოისმინეთ ლექცია და გაწევრიანდით ჯგუფში „ქალბატონებზე ზრუნვა“, რომლის ფოტო ვიდეოს ქვევით მოცემულია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 შეიძლება თუ არა პურის რაციონიდან სრულად ამოღება? - შოთა ჯანჯღავას რჩევები
🎥 მითია, რომ კიბოს შველის, რა უნდა ვიცოდეთ ვაშლის ძმარზე? - მითები VS რეალობა