Digest Logo

🎥 „ბიჭების 95% სიმაღლეში ზრდას 18 წლამდე ასრულებს , ხოლო გოგოების 90% 16 წლამდე“ - კოტე თოდუა

1745947365
კოტე თოდუას

იუთუბერი, ექიმი კოტე თოდუა სოციალურ ქსელში „იუთუბის“ არხზე საზოგადოებას სასარგებლო რჩევებს პერიოდულად უზიარებს.

მედიკოსს 62 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს და მის რჩევებს ათასობით ნახვა და კომენტარები აქვს.

ამჯერად მან ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც სიმაღლეში ზრდის შესახებ გვიზიარებს ინფორმაციას.

„ბიჭების 95% სიმაღლეში ზრდას ასრულებს 18 წლამდე, ხოლო გოგოების 90% 16 წლამდე. არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც, თუმცა დაბალი შემთხვევებია პროცენტულად.

ჩვენ გვაქვს ძვლები და სინამდილეშ იზრდება გრძელი ძველები, როგორიც არის ბარძაყის ძვლები, წვივის ძვლები, მხრის ძვლები, რომელსაც ბოლოში აქვს ხრტილები, ამ ხრტილებს კი ძვლის საზრდელი ეძახიან ეს რბილი ნაწილები იზრდება სიგრძეში და სწორედ ასე იზრდება ადამიანი. 

ზრდის ჰორმონი განსაკუთრებით გარდატეხის პერიოდში გამოიყოფა დიდი რაოდენობით, ოღონდ ამას მოჰყვება ქალური ჰორმონის რაოდენობის ზრდაც, ეს ქალური ჰორმონი ესტროგენი კი განაპირობებს ძვლის საზრდელების დახურვას“, - ამბობს კოტე თოდუა. 

მისი თქმით, ვიტამინები და ამინომჟავები ხელს უწყობს სიმაღლეში ზრდას, მაგრამ ეს არ არის ჯადოსნური რამ. 

„მასაჟები, იოგა, ცურვა სიმაღლეზე ჩამოკიდება და მსგავსი რამ არ ზრდის სიმაღლეში ისინი უბრალოდ ხელს უწყობენ იყოთ გამართული წელში და მხრებში და რეალურად წარმოაჩინოს თქვენი სიმაღლე“, - ამბობს კოტე თოდუა.

უფრო ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ყველაზე დახვეწილი და გემოვნებიანი“ - სალომე ლაშხი ცეცხლოვან ფოტოებს აქვეყნებს

⭕„დედიკოს ჰგავს ულამაზესი ფერიაა“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი შვილის კადრებს აქვეყნებს

⭕ალექსანდრა პაიჭაძისა და დავით კოდუას მილანური ვოიაჟი გრძელდება - რა ფოტოებს აქვეყნებს მოდელი?