
სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას დაკონსერვებული სურსათის საფრთხეებზე რეკომენდაციას უზიარებს:
„ბოტულიზმი არის ერთ-ერთი საშიში კვებითი ინტოქსიკაცია, რომელიც ხშირ შემთხვევაში სრულდება ფატალურად. ამიტომ ძალიან ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ პროდუქტებს, რომლებიც შესაძლოა, ბოტულიზმის საფრთხეს წარმოადგენდნენ.
ეს ბაქტერია ბუნებრივად ბინადრობს მიწაში და პროდუქტს მოჰყვება მიწიდან. როდესაც შეიქმნება უჟანგბადო გარემო მისთვის ის გამოყოფას იწყებს ბოტულოტოქსინის, რომელიც ძალიან საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ამიტომ ნებისმიერი პროდუქტი, რომელსაც ვაკონსერვებთ უნდა გავრეცხოთ მაქსიმალურად კარგად, რათა არ გაჰყვეს ის ბაქტერია, რომელმაც შესაძლოა, ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვიოს.
თუ მოხდა ისე რომ პროდუქტი დაბინძურებულია ამ ბაქტერიით, მოვერიდოთ ქილებს, რომელთა თავსახური აბერილია. ეს ერთ-ერთი მანიშნებელი შეიძლება იყოს იმის რომ პროდუქტში გამოყოფილია ბოტულოტოქსინი.
არასდროს მიირთვათ ისეთი პროდუქტი, რომელიც საეჭვო მდგომარეობაშია. ვერანაირი თერმული დამუშავება მას ვერ კლავს. იგი კვდება 130 გრადუსზე. თუმცა ქარხნულ პროდუქტშიც არის მისი მოხვედრის შანსი“, - ამბობს ირაკლი არაბული.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ძმარმა შეიძლება სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს - არუნ ხათრის რჩევები
🎥 „იმედის დღე“ 8 სექტემბრიდან ბრუნდება - რა სიახლეები ელოდება მაყურებელს?
⭕რუსკა ქარქაშაძე გერმანიაში მოგზაურობს - „ულამაზესი დედა-შვილი“