„წყალი, რომელიც აკეთებს იმას, რასაც 10 წამალი ვერ შეძლებს“, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატუსს სოციალურ ქსელში ფიტნესინსტრუქტორი, ნუტრიციოლოგიის რეზიდენტი და სერტიფიცირებული მანუალ-თერაპევტი მამუკა რაშოიანი საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.
იგი მომზადების წესის შესახებ დეტალურად წერს და ასევე გვიზიარებს ინფორმაციას, თუ რატომ უნდა დავლიოთ ეს წყალი.
„წყალი, რომელიც აკეთებს იმას, რასაც 10 წამალი ვერ შეძლებს"
რა გჭირდება?
ნახევარი ბროწეული (მარცვლებით!)
ჯინჯერის ფესვი - 2 სმ ნაჭერი
ახალი პიტნა - რამდენიმე ტოტი
1 ლიტრი წყალი (ონკანის წყალიც შესანიშნავია)
როგორ ვამზადებთ? (5 წუთი!)
ბროწეული და პიტნა კარგად გარეცხე სუფთა წყლით.
გაასუფთავე ბროწეული და მარცვლებით ერთად ჩაყარე მინის ჭურჭელში ან ბოთლში. დაუმატე გახეხილი ან წვრილად დაჭრილი ჯინჯერი
პიტნის ახალი ფოთლები
აავსე წყლით, დააფარე თავსახური და დატოვე მინიმუმ 4 საათით
მაცივარში - ცივი ვერსიისთვის....
ოთახის ტემპერატურაზე - რბილი გემოსთვის
საღამოს მოამზადე
დილით მზად დაგხვდეს!
სუფთა | გამაგრილებელი | ენერგიული დასაწყისი!
✅ რატომ უნდა დალიო ეს წყალი?
ბუნებრივად ასუფთავებს ორგანიზმს (დეტოქსი ქიმიის გარეშე!)
აუმჯობესებს საჭმლის მონელებას (ჯინჯერის მაგია )
ამშვიდებს ნერვულ სისტემას (პიტნის ძალა )
იდეალური ჰიდრატაცია ყოველდღე!
შენი სხეული გეტყვის "მადლობას"!
ღვიძლი 👉 მუშაობს უკეთესად
ტვინი 👉 მკაფიო აზრი
ენერგია 👉 მთელი დღის განმავლობაში
კანი 👉 ბუნებრივი ბრწყინვალება“, - წერს მამუკა რაშოიანი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ტრენდული ვიდეოს გადაღება მოულოდნელად ჩაიშალა, რა მოხდა კადრს მიღმა? - „ფრენჩი კი არა დამასახიჩრა“